მთავარი » საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ცოცხალი ვაზის მუზეუმი გაშენდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.05.2017 | 2,573 ნახვა

საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელშეწყობით, ვაზის მუზეუმი სამებაში სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო ცოცხალი ვაზის მუზეუმი, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ვაზის ძირითად ჯიშებს.

ღონისძიების ფარგლებში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ანდრიაძემ, საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის დირექტორის მოადგილემ, მონოზონმა თეკლა სიხარულიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ საქართველოს ყველა რეგიონის ვაზის ნერგები დარგეს.

საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. მესამე წელია ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციული მეთოდების მეცნიერული კვლევა, მათი შედეგების პრაქტიკაში დანერგვა და ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციაა. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ვაზის ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენებასა და მევენახეობის აღდგენა-განვითარებას საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ბოლო პერიოდში გარკვეულ მიზეზთა გამო მივიწყებული იქნა ეს დარგი. კერძოდ: სამხრეთ საქართველოში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ისტორიულ ჰერეთში, ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში.

ამ პროექტის ფარგლებში 12 მაისს, როდესაც ისტორიული ლაზეთიდან საქართველოში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ახლადდამკვიდრებული ტრადიციის თანახმად ლაზეთში უკვე მეორედ დაირგვო ადგილობრივი ლაზური(ქართული) ვაზის ნერგები.

წყარო: www.patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი