მთავარი » კულტურა

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.11.2012 4 კომენტარი | 3,652 ნახვა

სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი ახლად რეაბილიტირებულ ახალციხის ისტორიულ უბანში – რაბათის ციხის ზედა ნაწილში, ე. წ. ზედა ციხის არქიტექტურულ კომპლექსში მდებარე XIX ს-ის საერო ნაგებობაში განთავსდა.

ჯავახეთის მუზეუმიმუზეუმი აღჭურვილია თანამედროვე დაცვის, განათებისა და ახალი კლიმატ-კონტროლის სისტემით.
მუზეუმში ადგილობრივი მასალების გარდა გამოფენილია ექსპონატები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან და ხელნაწერთა ინსტიტუტიდან.

მუზეუმში თითქმის ყველა ის ექსპონატია გამოფენილი, რაც პირველყოფილი ხანიდან დღემდე სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი:

24-23 მილიონი წლის წინანდელ სამარხებში აღმოჩენილი ექსპონატები; ქვის შრომისა და ბრძოლის იარაღები; ბრინჯაოს ხანა, თავისი სამივე საფეხურით; ადრე რკინის ხანის პერიოდის ნივთები; კლასობრივი პერიოდის ნიმუშები და უკვე პირველი საუკუნიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ექსპონატები.

მუზეუმში ძირითადად ადგილობრივი მასალებია წარმოდგენილი, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე გამოფენილია მასალები საქართველოს სხვადასხვა მუზეუმიდან და ხელნაწერთა ინსტიტუტიდან. სამცხის მუზეუმი მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ხელნაწერების გამოსაფენად შექმნილია საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი პირობა. სპეციალურად ხელნაწერებისათვის დამზადდა ჰერმეტული ვიტრინები, შეიქმნა ხელნაწერებისათვის საჭირო ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმი, საერთაშორისო სტანდარტით მიღებული ნორმების შესაბამისად დამონტაჟდა განათება.

განახლებულ მუზეუმში სხვა ექსპონატებთან ერთად იგეგმებოდა ხელთუქმნელი სიწმინდეების გადაბრძანებაც, თუმცა საპატრიარქო, სიწმინდეების დაზიანებისაგან დაცვის მიზნით, მათი ტრანსპორტირების წინააღმდეგ წავიდა და ახალციხეში ხატების დროებით გადაბრძანების პროცესი საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა შეაჩერა.

სამცხე ჯავახეთის მუზეუმი

სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის სიმძლავრემ ჯერ კიდევ XIX ს-ის 80-იან წლებში დააინტერესა ცნობილი მოძღვარი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე, ე.წ. “ვინმე მესხი”, რომელმაც მისივე შეგროვებული ექსპონატებით მოაწყო საოჯახო მუზეუმი.

სამცხე ჯავახეთის მუზეუმიახალაშენებულ საგამოფენო დარბაზებში გადაღება აკრძალულია. თუმცა სპეციალურად “ამბიონის” მკითხველისთვის ჩვენ მოვახერხეთ და მოვიპოვეთ გადაღების ნებართვა სათანადო განათების გარეშე.

ივანე გვარამაძის საოჯახო მუზეუმი ათწლეულების განმავლობაში შეუდარებელ სამსახურს უწევდა როგორც ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სწავლულებსა და მოგზაურებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ივანე გვარამაძის საოჯახო მუზეუმისა და გაუქმებულ ეკლესია-მონასტრებში შეკრებილი მასალები დაედო საფუძვლად 1921 წელს ახალციხეში სამაზრო მუზეუმის დაარსებას.

შენობის არ არსებობის გამო აღნიშნული მუზეუმი 1924 წელს გაუქმდა და ექსპონატები ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.

სამცხე ჯავახეთის მუზეუმი1937 წელს ივ. გვარამაძის ვაჟის, კონსტანტინე გვარამაძის უამრავი მცდელობის შემდეგ სამაზრო მუზეუმის ბაზაზე ქ. ახალციხეში კვლავ გაიხსნა მუზეუმი მხარეთმცოდნეობის პროფილით.

1972 წლიდან მუზეუმი ე. წ. “რაბათში”, ზედა ციხის ტერიტორიაზე, ორ შენობაში განთავსდა.

მუზეუმს ხშირად ეცვლებოდა სტატუსი. 2005 წლამდე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი იყო. 2005 წელს საქართველოში მოხდა მუზეუმების რეორგანიზაცია და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეწოდა, ხოლო ახალციხის მუზეუმს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი.

სამცხე-ჯავახეთი თავისთავად საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა თავისი ისტორიით, რაზეც საინტერესოდ მოგვითხრობს მუზეუმში დაცული უმდიდრესი კოლექცია.

მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, მასალა და ფოტოდოკუმენტები.

დღეისვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორის ხელნაწერთა და ძველ ნაბეჭდ წიგნთა ფონდი. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალიჩა-ფარდაგების გამოფენებს უჭირავს.

დავით დანელია

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • meme says:

    მგონი ყველაზე მეტად მაინც ამ მუზეუმს ივანე გვარამაძის სახელი მოუხდებოდა. ვინ, ვინ და ყველაზე მეტად ივანე გვარამაძე იმსახურებს ამას. რა თქმა უნდა, თავსთავად, ივანე ჯავახიშვილისა და ჯანაშიას ღვაწლი შეუფასებელია, მაგრამ, ივანე გვარამაძის პიროვნება არ არის ჯეროვნად დაფასებული ჩვენს ქვეყანაში.

  • ლაშა says:

    “24-23 მილიონი წლის წინანდელ სამარხებში აღმოჩენილი ექსპონატები;” აკი ბიბლიის მიხედვით 70 000 წლის წინ შეიქმნა დედამიწა?

  • meme says:

    ლაშა, ციფრებს ნუ მიაქცევ ყურადღებას, შეეცადე მეცნიერება და რელიგია ერთმანეთთან შეათავსო და არა პირიქით, ერთამენთს არ დაუპირისპირო :)

  • gio says:

    ra 23 milioni wlis winandeli samarxebi :D :D

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი