მთავარი » კულტურა

წინანდალში სალვადორ დალის ნამუშევრების დამთვალიერებელთა ნაკადი არ წყდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.04.2010 ერთი კომენტარი | 2,926 ნახვა

სალვადორ დალიწინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მისი ოჯახის ისტორიულ სამოსახლოში, საქართველოში პირველად, 7 აპრილს, ლეგენდალური ესპანელი მხატვრისა და მოქანდაკის, სალვადორ დალის ნამუშევრები გამოიფინა. როგორც “ამბიონისთვის” გახდა ცნობილი, გამოფენის გახსნის დღიდან მუზეუმში უამრავი დამთვალიერებელი მიდის. გამოფენის შესახებ “ამბიონი” წინანდლის სახლ-მუზეუმის კურატორს გაესაუბრა.

მანანა ბატიაშვილი (მუზეუმის კურატორი): “წინანდლის მუზეუმი ორი თვის განმავლობაში მასპინძლობს XX საუკუნის ცნობილი ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის ნამუშევრებს. აქ წარმოდგენილია 6 სკულპტურა და 11 ლითოგრაფია. ლითოგრაფიული ნამუშევრებიდან ყვავილები და პეიზაჟები, სკულპტურიდან კი ბერძნული მითოლოგიის გმირები. საინტერესოა, რომ ორიგინალი ნახატები თვითონ დალის ხელმოწერილია. სალვადორ დალის შემოქმედების უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები ავსტრია-ბელგიის კერძო კოლექციას წარმოადგენს. დამეთანხმებით, იშვიათია, ხელოვანმა სიცოცხლეშივე მიიღოს აღიარება. ასეთ გამონაკლისს კი სალადორ დალი წარმოადგენდა.

წინანდლის მუზეუმს დამთვალიერებელი არასდროს აკლდა. წელიწადის ნებისმიერ დროს, სეზონის მიუხედავად უამრავი დამთვალიერებელი გვსტუმრობს. ალბათ, აქ რაღაც სხვა გარემოა, რაც საზოგადოებას იზიდავს. არ არსებობს შემთხვევა, უცხოელი საქართველოში ჩამოვიდეს და წინანდლის მუზეუმს არ ესტუმროს. მუზეუმიდან უკმაყოფილო კი არავინ წასულა.

სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენის გახსნის პირველი დღიდანვე კი არ წყდება ხალხის ნაკადი. თუ ჩვეულებრივ, სამუშაო დღეებში 200–300–მდე დამთვალიერებელი მოდის, შაბათ–კვირას ეს რიცხვი 1000-1200 ადამიანამდე იზრდება. მოდიან საბავშვო ბაღის ასაკიდან დაწყებული, მოსწავლე, სტუდენტი… უნდა ითქვას, რომ სქესის, რელიგიისა თუ ასაკის მიუხედავად, ყველა ფენა დაინტერესებულია. მოდის უამრავი უცხოელი.

გამომდინარე იქიდანაც, რომ წინანდლის მიმართ საზოგადოების დაინტერესება ყოველთვის არის, გადაწყდა რომ სალვადორ დალის ნამუშევრები სწორედ ჩვენს მუზეუმში გამოფენილიყო. ამასთან, ეს მოხერხდა მუზეუმის ხელმძღვანელობის აქტიურობის, თბილისის “ენ” გალერიის წარმომადგენლის და ავსტრია- უნგრეთის კერძო კომპანიასთან მოლაპარაკების საფუძველზე”.

დამთვალიერებელს ესპანელი მხატვრისა და მოქანდაკის ნამუშევრების ხილვა, წინანდალში 6 ივნისამდე შეეძლება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • დავთო says:

    ძალიან მაინტერესებდა ინფორმაცია ამ გამოფენის შესახებ, და დიდი მადლობა.. მაგრამ უფრო დაწვრილებითი ცნობები ც კარი იქნებოდა, მაგალითად ბილეთის ფასი და ა.შ. გმადლობთ:)))

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი