მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

შალვა გერაძის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2014 | 3,395 ნახვა

ხატმწერმა შალვა გერაძემ ხატწერაში მუშაობა 15 წლის უკან დაიწყო. პირველად უფლის ხელთუქმნელი ხატი შექმნა და ფიქრობს, ვინც ამ საქმეს შეუდგება, ხატწერა სწორედ ამ ხატზე მუშაობით უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ის პირველ ხატადაა ცნობილი და უფლის ხელთუქმნელი ხატი ხატმწერს სულიერი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

ბატონ შალვას 50–მდე ხატი აქვს შექმნილი. შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ამ დროში გაცილებით მეტი ხატის შექმნა შეიძლებოდა, მაგრამ ვინც მის შემოქმედებას იცნობს, შალვა გერაძე იციან, რაოდენ მასშტაბურია მისი ხატები და რამდენად შრომატევადია მისი შესრულებული სამუშაო.

“ამბიონს” ბატონი შალვა გერაძე თავად ესაუბრა:

„ჩემს შემთხვევაში ორ სირთულესთან გვაქვს საქმე: პირველი, დაწერო ხატი და მეორე, მოჭედო ანუ პერანგი გაუკეთო. ვმუშაობ ლითონში, ლატუნის მოჭედვით და შემდეგ მისი დაჟანგვით ვიღებ ისეთ ეფექტურ მოჭედილობას, რომელსაც დროის განმავლობაში ფერი არ გადასდის და დიდიხნის განმავლობაში ხატს პირველსახე უნარჩუნდება. ხატის წერას, ასე თუ ისე, მალე ვამთავრებ, მაგრამ დიდი ჭედურის შექმნას დიდი დრო შრომა, ნებისყოფა და უფლისადმი ლოცვა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ არც ერთ ჩემს ნამუშავარში რაიმე დამხმარე მანქანა დანადგარი გამოყენებული არ გახლავთ და სრულიად ხელნაკეთია. ადრე ხატებს თვლებით არ ვამკობდი, ახლა, შეძლებისდაგვარად, ვამკობ მათ… ისე, როგორც პირველ ხატს ვწერდი და ვჭედავდი, ისეთივე სიყვარულით ვქმნი თითოეულ ხატს დღესაც.“

ბატონო შალვა, როგორ ქმნით ხატს?

ყოველი ხატი იწერება მართლმადიდებლური კანონიკის დაცვით. არ შეიძლება ხატმწერმა თავისი იდეები და ცვლილებები შეიტანოს ამა თუ იმ ხატში. დანარჩენი ესკიზის მიხედვით გადაგაქვს დაფაზე, შემდგომ ფერებით იწყებ მუშაობას. ყველა ხატი სხვადასხვა ფერით იწერება და ყველა ფერს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. შალვა გერაძის სამების ხატი ლითონს რაც შეეხება, აქ ცოტა სირთულეებია. თავიდან ლითონზე გადამაქვს ესკიზი, შემდგომ იწყება მოხაზვა და ორმხრივი ჭედვა. ჭედურში შეცდომის უფლება არ გაქვს, რადგან ძალიან რთული გამოსასწორებელია შემდგომში. ჭედვის შემდეგ მიმდინარეობს ლითონის დამორჩილება, რადგან ფორმას იცვლის ჭედვისგან, შემდგომ არის კიდევ დეტალები და მთავრდება პერანგიც, ეკვრება დაწერილ დაფაზე ხატს და ვსვამთ ჩარჩოში.

თითოეული ხატის შესაქმნელად საშუალოდ 3 თვეა საჭირო, სტაბილური მუშაობის შემთხვევაში, რადგან მოესწროს წერა, მოჭედვა და კიოტის გაკეთება. კიოტსაც ჩემი ხელით ვაკეთებ, რადგან, როგორც კი მეორე პირი ერთვება საქმეში და მას არ აქვს გააზრებული რა კეთდება, ის ვერ დებს სათანადოდ გულს, რაც ნამუშევარზეც აისახება.

რა არის საჭირო ხატწერის შესწავლისთვის?

პირველ რიგში, ადამიანს შინაგანი ფერისცვალების სურვილი უნდა ჰქონდეს. როდესაც ხატზე გამოსახავ უფალს, ღვისმშობელს, ანგელოზებს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მოწამეებს, ეს ყოველივე მოითხოვს კანონიკის კარგ ცოდნას. უნდა ვიცოდეთ იმ წმინდანის ცხოვრება, რომლის ხატზეც ვმუშაობთ, რადგან მადლი გადმოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მხატვრულ ნამუშევარს. სულიერების გარეშე ხატს ვერ შექმნი. ამდენად, ხატმწერისთვის საჭიროა თავმდაბლობა, ეკლესიური ცხოვრება, ზიარება და აღსარება.

ვიცი, გერაძეების საგვარეულო ხატზე მუშაობთ, რა ეტაპზე ხართ ამჟამად?

2013 წელს საგვარეულო ხატის შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი და ავარჩიეთ ძალზე რთული ხატი, სახელწოდებით: „მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი“. ეს ხატი ძალიან რთული შესასრულებელი გახლდათ, მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთისმშობლის მეოხებით, წმ. იოანე ნათლისცემლისა და ათორმეტ მოციქულთა ლოცვითა და მეოხებით ყოველივე კეთილად განსრულდა. გერაძეების საგვარეულო ხატი დიდ მადლობას ვუხდი ყველა გერაძეს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ხატის შექმნაში და შენდობას ვთხოვ მათ, ვისაც ვერ შევატყობინეთ მისი შექმნის თაობაზე. როცა თავად გვარის წარმომადგენელი წერს საგვარეულო ხატს, ეს განსაკუთრებული მადლია, რაც წილად მე მხვდა. გერაძეების საგვარეულო ხატი, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ბაგრატის ტაძარში დაბრძანდება.

თქვენ მიერ შექმნილი ხატი უწმინდესმა უკრაინაში წააბრძანა… რომელ ტაძრებშია ძირითადად თქვენი ხატები დაბრძანებული?

2011 წელს კათოლიკოს–პატრიარქმა ჩემ მიერ დაწერილი და მოჭედილი კიევპეჩორის ღვთისმშობლის ხატი კიევპეჩორის ლავრაში ჩააბრძანა, სადაც შეხვდა რუსეთის პატრიარქ კირილე I და უნეტარეს ვლადიმირს. მან ხატი მონასტერს საჩუქრად გადასცა. ჩემი ინფორმაციით, ამჟამად ხატი დაბრძანებულია ერთ–ერთ ეკლესიაში, ლავრის ტერიტორიაზე, რომელსაც ეწოდება ტრაპეზნი ხრამ.

ჩემი ხატები საქართველოს მრავალ ტაძარსა თუ მონასტერშია დაბრძანებული. უწმინდესის თხოვნით, სამების ხატი დავწერე და მოვჭედე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბძანებული. ჩემი ხატები შეგხვდებათ ულუმბოს მამათა მონასტერში, ბოდბის დედათა მონასტერში, ძამის ხეობის სხვადასხვა მონასტერში, ასევე, – ფშავში მაღაროსკარის ეკლესიაში, სადაც ვაჟა-ფშაველას მამა მოღვაწეობდა და სხვა მრავალ წმინდა ადგილას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი