მთავარი » კონკურსი

სალომე სანდროშვილი – “ჩემი სკოლა” – ახალციხის №5 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.02.2015 2 კომენტარი | 2,769 ნახვა

15 წელია ეს შენობა არ მინახავს… შინდისფრად შეღებილ კარებს ვაღებ და ფრთხილად, მოწიწებით შევდივარ. ორი კიბეა სხვადასხვა მხარეს, სალომე სანდროშვილი რომელიც ერთი მიმართულებით მიდის. მარცხენას ვირჩევ. გასაოცრად ნელა მივაბიჯებ საფეხურებზე და ცრემლებს ვიკავებ. არ გამომდის… თითქოს ჩემს ანარეკლს ვხედავ და ტირილს ვიწყებ. ვხედავ გოგონას, რომელიც მომავლის წარმატებულ პიროვნებად წარმოიდგენდა თავს. ის სწრაფად ჩარბის კიბეებზე, ორ-ორ საფეხურს ახტება და მერე რომელიმე კლასელს ზურგიდან ეჯახება თავშეუკავებელი სიცილით. უკან მეგობრებიც მოყვებიან დინჯად… წამში ირეკება ზარი.ჰმმ..რა საოცარია! როგორ შეიძლება მოსწავლეებს 5 წუთი ეყოთ დასასვენებლად, როცა 45 წუთი გაკვეთილს უსმენენ. გაკვეთილზე შესულებს ვიღაც უცნობი ბავშვი ხვდებათ: გოგო კლასიკურ ფორმაში, წვრილჩარჩოიანი სათვალით.

-გამარჯობა!- მთავარი გმირი თავს ვერ იკავებს და ,,ახალს“ ინტერესით ეგებება“
-გაგიმარჯოს!- ღიმილით ეპასუხება ისიც.
-რა გქვია?
-ლეა
-ლეა? მაგარი სახელია! უცხოა..
-ხო.. შენ რა გქვია?
-ანა.

ამ დროს მასწავლებელი შემოდის და გაკვეთილიც იწყება. მთავრდება. ეს ბოლო გაკვეთილი იყო. ანამ ლეას ჰკითხა თუ სად მიდიოდა. მანაც მხრები აიჩეჩა(ეს მოსწავლეების ნიშანია, რომ განსაკუთრებულად არსად ეჩქარებათ).
-კარგი, მოდი კლასში დავრჩეთ, სკოლაზე მოგიყვები.
ლეაც თანხმდება.

-შენ ახლა, ალბათ იცი, რომ ახალციხის #5 საჯარო სკოლის მოსწავლე გახდი. ჩვენი სკოლა დიდი ხნისაა, ზუსტად არ მახსოვს რამდენის. ძალიან კარგი დირექტორი გვყავს, ბავშვებიც… ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვსწავლობთ. არც მაინცდამაინც სერიოზულები ვართ და არც თავზეხელაღებულები, ზომიერება ყველგან საჭიროა. ნუ, ერთეულებს ნუ ჩავთვლით.

მე ამ სკოლაში 9 წელია დავდივარ. თავიდანვე აქ შემოვედი. იცი, ძალიან მინდოდა სკოლაში სიარული, კარგი მოსწავლეც ვიყავი, მაგრამ ხანდახან ეზოში რომ ჩავსულიყავი ზოგ დავალებას არ ვწერდი. იყო. იმდღეს ჩემს ძველ კლასში ვიყავი და გული შემეკუმშა-მე ხომ აქ მეორედ ვეღარ ვისწავლიდი. ახალციხის №5 საჯარო სკოლა ჩვენ როცა ვსწავლობდით სხვა ფერის კედლები იყო, ახლა კი მწვანედ დამხვდა გადაღებილი. სხვა ბავშვები ირეოდნენ და ერთმანეთს თმას ქაჩავდნენ. არა, გიჟებად არ აღიქვა, თმის მოქაჩვაც ერთგვარი ყურადღებისა და სიყვარულის გამოვლინებაა. რა გაცინებს? ხოო, მერე… ბავშვი რომ ვიყავი სულ მინდოდა სკოლის დამთავრება, ახლა კი კიდევ მინდა აქ ერთი ხუთი წლის გატარება, არადა მხოლოდ ორი დამრჩა. ყველა ძალიან მომენატრება და ალბათ აქ ისევ რომ მოვალ ტირილს დავიწყებ.

…უცებ დაცვამ კარები გააჯახუნა და ოცნებებიდან გამომარკვია. სწორთმიანმა გოგონამ წინ ჩამირბინა და არც გამოვკიდებივარ-ვერ ირბენ თუ ერთ ადგილზე იდგები. ცრემლები შევიმშრალე და სკოლიდან გამოვედი. თავი ამაყად ვიგრძენი იმის გააზრებით, რომ თუ სკოლას არ დაამთავრებ ვერც გაიზრდები. მონატრება? მონატრება სრულიად ბუნებრივია. ჩვენში სათუთ მოგონებად რჩება ადგილი, სადაც ცხოვრებას ვსწავლობთ და ჩემთვის ეს ადგილი ქალაქ ახალციხის #5 სკოლა იყო.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი