მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება ( 29 მაისი, 2011 წელი )

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.05.2011 2 კომენტარი | 1,862 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ქრისტე აღსდგა!!!

ილია IIრამდენიმე დღე დარჩა აღდგომის წარგზავნის დღესასწაულამდე. ამჯერად მინდა ვისაუბროთ ადამიანის შესახებ. საოცარია ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, იგი ღვთის ქმნილების გვირგვინია, მაგრამ დაცემის შემდეგ შეიცვალა მისი ბუნება. ძველი რომაელები ქრისტეს შობამდე ადამიანის შესახებ ამბობდნენ: “ჰომო, ჰომინი ლუპუს ესთ,” – ადამიანი ადამიანისათვის მგელია. ურთიერთობა ადამიანთა შორის ძალიან საყურადღებოა, განსაკუთრებით დღეს, გამოგონებების ეპოქაში, როცა ადამიანმა გამოიგონა სხვა ადამიანების დასასჯელი იარაღი, რითაც თავადაც დაისაჯა. მაგალითად, საფრანგეთში გამოიგონეს „გილიოტინა“- დიდი ცული, რომელიც ვარდებოდა და კვეთდა თავს. მისი გამომგონებელი ამ იარაღით დასაჯეს.

საერთოდ, ურთიერთობა ადამიანთა შორის ურთულესი პროცესია. უფალი ქმნის ადამიანს მხოლობით რიცხვში, შეიძლება ტყუპები იყვნენ ძმები ან დები, ან და-ძმანი. ისინი შეიძლება ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვა ადამიანს წარმოადგენენ. როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა? არსებობს ასეთი გამოთქმა: ყველაზე საშიში არის კატეგორიული აზროვნება და კატეგორიული სუბარი. ადამიანი წარმოადგენს სამ სახეს: როგორ გვხედავენ სხვა ადამიანები, როგორ ვხედავთ ჩვენს თავს და როგორი ვართ სინამდვილეში, როგორ გვხედავს უფალი ჩვენ? – ეს სამი სახე სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ კატეგორიული აზროვნება და სიტყვა ძალიან საშიშია. ადამიანი მაღალი თანამდებობისაა თუ დაბალი თანამდებობის, გლეხია თუ მუშა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. პიროვნება მოაზროვნეა და აუცილებლად უნდა განსხვავადებოდეს მისი აზროვნება სხვებისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მტრები იყვნენ ერთმანეთის. პირიქით, ეს აძლიერებს, ამდიდრებს ჩვენს აზროვნებას. მაგალითად, მე ვარ პატრიარქი – ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა ვიცოდე, რომ ყველაზე ჭკვიანი და შეუცდომელი ვარ. როცა რაიმე საკითხი დგება ჩვენს წინაშე, მე შემიძლია ეს საკითხი დავაყენო მორჩილის, მოძღვრის, მღვდელმთავრებისა და ბავშვების წინაშე.

საოცარია, რომ ადამიანი სწორედ ასე იგებს ჭეშმარიტებას. პიროვნება, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ აზროვნებასა და ნებისყოფას, ძალიან ხშირად ცდება. ვფიქრობ, ჩვენი ყოფა-ცხოვრება ვერ არის ისეთი დახვეწილი, რომ ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა იყოს ადამიანთა შორის. ხალხი გამოდის ქუჩაში სხვადასხვა მიზეზით, პროტესტის ნიშნად. ხელისუფლება ამას ხშირად ეწინააღმდეგება. უნდა დამთავრდეს ასეთი ურთიერთობა და შედგეს ნორმალური საუბარი, მსჯელობა. თუ გამოსული ახალგაზრდა რაიმე კარგს ამბობს, უფროსებმა უნდა დაუჯერონ მას. ჩვენი აზროვნება და ჩვენი საქმე უნდა იყოს სათნო ღვთისა და სათნო ადამიანთა. ჩვენ ვერ ვისწავლეთ ჯერჯერობით საუბარი, მოსმენა ადამინისა. ხშირად გადმოსცემენ 2 ან 3 ადამიანის საუბარს, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ლაპარაკობენ და არ უსმენენ ერთმანეთს. ეს დაბალი კულტურის მაჩვენებელია. მახსენდება ჩემი ვიზიტი არაბულ ქვეყანაში – ქუვეითში. მიგვიყვანეს ერთ დიდ დარბაზში, სადაც კვირაში ერთხელ თუ ორჯერ ხდება შეკრება მცოდნე ადამიანებისა და მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე. საერთო აზრზე შეთანხმებისას მიდიან პარლამენტში. ჩვენც გვჭირდება ასეთი დიდი დაბაზი, სადაც შეიკრიბებიან ადამიანები ქუჩაში გამოსვლის ნაცვლად. ბოლო ასეთი გამოსვლისას მომხდარი სამწუხარო ფაქტის შესახებ ცნობილია თქვენთვის. ჩვენ დიდად ვწუხვართ, ვლოცულობთ მათთვის და ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას. ასე რომ, სერიოზული საქმე არა – ქუჩაში, არამედ დიდ დარბაზში მშვიდობიანად უნდა წყდებოდეს. ამ შემთხვევაში მივიღებთ კარგ შედეგს.

ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და ჩვენც გამოვსწორდებით, ალბათ. ჩვენც ვისწავლით, სად არის ჭეშმარიტება და როგორ უნდა მოვიქცეთ…
ღმერთმა ნათელში ამყოფოს და დაიფაროს ის ადამიანები, ვინც გარდაიცვლა, ან დაშავდა მიტინგის დროს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

სამების საპატრიარქო ტაძარი
თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი