მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (10 ივლისი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.07.2011 2 კომენტარი | 1,160 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

უწმიდესიადამიანები ვცხოვრობთ, მუდამ ვთხოვთ ღმერთს დახმარებას, მაგრამ გვავიწყდება დიდება შევწიროთ მას დიდი წყალობისათვის. აი, ჩვენ დღეს ვმადლობთ უფალს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. დარწმუნებულები ვართ, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა “მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა” ლოცვით დაისადგურებს საქართველოში.

ჩვენი დიდი წმიდანი ილია მართალი შეგვახსენებდა, რომ უპირველესია “ენა, მამული, სარწმუნოება”. მართლაც, ქართველი ადამიანი იცავდა და იცავს ამ სამ საუნჯეს, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება ეს. გვავიწყდება, რომ მამულს, ეკლესიას დაცვა უნდა, ენას განვითარება სჭირდება. უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ტკბილი ქართული ენა, მამული. ჩვენ განვმარტეთ ეს ცნებები და ვთქვით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ღმერთი, როგორც განმგებელი ჩვენი, “შემოქმედი ცათა და ქვეყნისა”. უნდა გვახსოვდეს, ღმერთი ჩვენშია. ორი დიდი მეცნიერი საუბრობდა. ერთი ამბობდა, რომ მთელი თავისი სიცოცხლე ცასა და პლანეტებს უყურებს და ვერ ნახა ღმერთი. მეორემ კი უპასუხა: შენს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ ღმერთსო. ვფიქრობ, რომ დღესაც გვავიწყდება საკუთარ გულში ჩახედვა. ჩვენი გონება, ფიქრები გაფანტულია ხშირად და განსაკუთრებით აწუხებს ადამიანს სხვისი განკითხვა. განკითხვა კი დიდი ცოდვაა. როგორც განიკითხავ სხვას, შენც ისე განიკითხები უფლისაგან.

სამების საპატრიარქო ტაძარი

თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.