მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (5 ივნისი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.06.2011 4 კომენტარი | 1,287 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

პატრიარქი დღეს მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ იმის შესახებ, თუ ვინ არის ადამიანი. ძალიან უბრალოდ ვუყურებთ პიროვნებას, ვერ ვაფასებთ მის ღვაწლს. ადვილად ვიმეტებთ ადამიანის სიცოცხლეს. ყოველი ჩვენგანი ღვთის ხატებაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოვდივართ დედამიწაზე. ეს არის გასაკუთრებული წყალობა ღვთისა , რომ “არარაისგან” ამქვეყნად მოევლინება ადამიანი თავისი მოვალეობით, პასუხისმგებლობით. კაცმა უნდა იცოდეს, რისთვის მოვიდა და რა უნდა აკეთოს. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველი ადამიანი არის შედეგი ღვთის სიყვარულისა. სიყვარული შობს ადამიანს. ჩვენ გვინდოდა განგვემარტა წმიდა ილია მართლის სიტყვები : “ენა, მამული, სარწმუნეობა” და ამას დავამატეთ – “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”. ღმერთი – ერთი ღმერთი – მამა, ძე და სულიწმიდა, ერთი სამშობლო და ერთი ადამიანი. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი არის რჩეული ღვთისა და ღმერთმა მიანიჭა ხატება თვისი. ამიტომ დიდი მორიდება უნდა გვქონდეს ერთმანეთის წინაშე. ძველი რომაელები ამბობდნენ: “ადამიანი ადამიანისათვის მგელია”. სინამდვილეში, მგელი კი არა, ძმა არის, მეგობარი, ყველაზე ახლობელი.

ტელევიზიით გადმოსცემდნენ ამას წინათ, თუ როგორ დაუტოვა ერთმა მდიდარმა კაცმა თავისი ქონება პატარა ძაღლს. ე. ი. ადამიანი ვერ ნახა, გაჭირვებული ვერ დაინახა და რამდენიმე მილიონის სიმდიდრე თავის პატარა ძაღლს უსახსოვრა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მასში დაკარგულია რწმენაც, სიყვარულიც და ყოველივე ის სიკეთე, რომლითაც აჯილდოებს უფალი.

დღეს არის ხსენება წმიდისა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი – პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი. მინდა ვთქვა, რომ აღსრულდა სიტყვები და “აღამაღლოს უფალმა რჩეული ერისაგან თვისისა”. მაცხოვარმა აღამაღლა მირიანი არა იმიტომ, რომ განცხრომაში ყოფილიყო, არამედ იმიტომ, რომ მძიმე ტვირთი უნდა დაეკისრებინა მისთვის. ის იყო მეფე საქართველოსი.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ხშირად ახალგაზრდები სასიკვდილოდ იმეტებენ ერთმანეთს. რამდენი შემთხვევაა, მეგობარი მეგობარს კლავს, ან დედ-მამას, ან მამა – თავის შვილებს. რისი ნიშანია ეს? ეს გახლავთ ნიშანი სულიერი დაცემისა. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ უფალმა მოგვცეს გონება ხსნილი, სიბრძნე გონებისა და გულისა. მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ღვთისათვის, სამშობლოსა და გაჭირვებულისათვის თავდადებული მრავალი ადამიანი იყო და დღესაც არის.

სამების საპატრიარქო ტაძარი

თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.