მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (31.08.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.08.2014 | 2,105 ნახვა

31 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა იღუმენმა შიომ (ლომიძე). იღუმენმა დღეს წაკითხული სახარების იმ ეპიზოდის შესახებ ისაუბრა, ღუმენი შიო ლომიძე როდესაც მდიდარი ჭაბუკი მივა უფალთან და ესაუბრება, თუ როგორ დაიმკვიდროს საუკუნოს ცხოვრება.

“მდიდარი ჭაბუკი კითხავს უფალს: რა გავაკთო იმისათვის, რომ ცხოვრება საუკუნოდ დავიმკვიდრო?
თქვენ იცით, რომ ადამის სამოთხიდან გამოდევნის მიზეზი იყო ცოდვა და ლოგიკურია, ცოდვა უნდა შევინანოთ, შევასრულოთ სათნოებები და დავუბრუნდეთ ღმერთს. ცოდვა ღვთის მცნების დარღვევაა. უფალი კი მიმართავს მას: თუ გსურს საუკუნო ცხოვრებაში დამკვიდრება, გქონდეს მარადიული ნეტარი ცხოვრება, – შეასრულე ღვთის მცნება. მდიდარი ჭაბუკი კი მიმართავს: რომელი მცნება შევასრულო? უფალი ეუბნება: არა კაც კლა; არა იმრუშო; არა ცილი სწამო; პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ანუ, ეს საკმარისია იმისათვის რომ ადამიანი შევიდეს სასუფეველში.

ამ საკითხზე მრავალთაგან მომისმენია, რომ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის აუცილებელია, კაცმა უარყოს თავისი ყოველი მონაგები რაც აქვს და მთელი ცხოვრება მიანდოს უფალს. ეს არის არასწორი შეხედულება. უფალი ამბობს: თუ გინდა საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება, შეასრულე მცნებები და არ ეუბნება, რომ დატოვოს ყველაფერი. მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ჭაბუკი თვითონ მიმართავს, ეს ყველაფერი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან და რაი ვქმნა კიდევ? ამის შემდეგ, თუ კიდევ ექნება ვინმეს სურვილი, უპირატესი მადლი მიიღოს და ახლოს იყოს ღმერთთან, მხოლოდ შემდეგ მიმართავს უფალი: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“. მდიდარი ამ პასუხის შემდეგ დამწუხრდება და განეშორება უფალს. უფალი ბრძანებს: „მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა…”. აქაც არაერთს ჰქონია არასწორი შეხედულება. უფალი არ ამბობს რომ მდიდარი ვერ შევა სასუფეველში. იგი ამბობს, რომ რთულად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. “უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა”. მოგეხსენებათ, უფალი რეალობიდან საუბრობდა,” ბრძანა იღუმენმა შიომ.

როგორც იღუმენმა ქადაგებისას აღნიშნა, ადამიანი მიჯაჭვულია სიმდიდრეზე და იმედები თავის ქონებაზე აქვს დამყარებული.

“გადახედეთ თქვენს თავს, ხშირად ადამიანები გადაინახავენ ხოლმე ფულს შავი დღისთვის. ანუ, თვითონ გამოიწერენ ხოლმე ფულს შავი დღისთვის და როცა ფული შემოელევათ იწყებენ ტირილს: ღმერთო მიშველე.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ ფულს მინდობილნი. ვიცით არაერთი მდიდარი ადამიანი, რომელიც სასუფეველშია შესული და ახლა იქიდან ლოცულობს.

სიმდიდრეს აქვს ის ძალიან ცუდი თვისება, რომ ადამიანის გუნებას თითქოს ცვლის, მიჯაჭვული ხდება სიმდიდრეზე და სხვა მრავალ უარყოფით თვისებას აჩენს.

ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე და ძალა, რომ შეასრულოთ კეთილი გადაწყვეტილება,”– ბრძანა ქადაგების დასასრულს იღუმენმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი