მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (30.09.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.09.2012 | 2,697 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ილია მეორე სახარებაში ვკითხულობთ: “სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი”. უდიდესი საუნჯე, რაც კი საქართველოს გააჩნია, ეს ის წმიდა ნაწილებია, რომლებიც მეუფე კალისტრატემ ჩამოიტანა სალოცავად ქუთაისიდან და თქვენ წინაშე ბრძანდება. იქვეა წარწერები, თუ ვისი ნაწილებია. კრძალვითა და ლოცვით უნდა მიხვიდეთ და ემთხვიოთ მათ. ჩვენ ჩამოვიტანეთ ეს წმიდა ნაწილები იმისათვის, რომ ღმერთმა მიანიჭოს საქართველოს “ქვეყანასა ზედა მშვიდობა, კაცთა შორის სათნოება”. თქვენ იცით, ეს ანგელოზთა საგალობელია. როცა იშვა მაცხოვარი, სახლში აღნიშნული საგალობელი ისმოდა და პირველად ეს მწყემსებმა გაიგეს. “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”. ეს არის ის, რაც უნდა ვაკეთოთ ჩვენ. თუ ვიქნებით ღმერთის ერი, თუ ვადიდებთ უფალს, თუ გული იქნება ტაძარი სულისა წმიდისა, ამ შემთხვევაში იქნება ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

ხვალ არჩევნებია და მე მინდა მოგმართოთ ყველას, მთელ საქართელოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. ასეთი რთული მზადება ჯერ არ ყოფილა ჩვენთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევნები არის მეტად მნიშვნელოვანი და ჩვენ ველოდებით, რომ არ იქნება დარღვეული, გაყალბებული. ხალხს ვინც სურს, ის უნდა იყოს არჩეული.

ძველი რომაელები ამბობდნენ: “ხმა ერისა, ხმა ღვთისა”. რა თქმა უნდა, სიმშვიდე უნდა იყოს შენარჩუნებული. ეს არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ჩვენმა ერმა და ხალხმა გაიხაროს. სამართალი არის საფუძველი მშვიდობისა და შევთხოვთ უფალს, მოგვმადლოს ეს სიბრძნე, რომ დავიცვათ სამართალი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკან არის უფალი, ზეციური სამყარო, ზეციური საქართველო და ჩვენი სამშობლო მიწიერი. რა უნდა ვუთხრათ ჩვენს წინაპრებს, თუ დარღვეული იქნება? ისინი არ გვაპატიებენ ჩვენ. რა უნდა ვუთხრათ უფალს, რომელიც განაგებს ქვეყანას?!

ღმერთმა დაგლოცოთ! იმედი მაქვს, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად. არ იქნება არავითარი წინააღმდეგობა და მოიგებს ის, ვისაც ხალხი ენდობა. დღეს წმიდა ნაწილებითა და ძველი ხატებით ჩვენი სამღვდელოება შემოუვლის მთელ საქართელოს თვითმფრინავით და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!

ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!”

სოფიკო აბულაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი