მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (30.08.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.08.2015 ერთი კომენტარი | 2,505 ნახვა

ილია მეორე 30 აგვისტოს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქი ქადაგებისას გამოცდების თემას გამოეხმაურა და ახალგაზრდებს ურჩია, თუკი უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ, ამის გამო იმედი არ დაკარგონ.

“დრონი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. საოცარი დროა, ხდება სიმდიდრის, სიკეთის გადაფასება. ყველაფრის გადაფასება ხდება. ყველაფერი იცვლება. ის, რაც ჩვენს წინაპრებს ბოროტებად, ცოდვად მიაჩნდათ, ცდილობენ გაავრცელონ არასიწმინდე, არასიკეთე, ამ ცვალებადობის დროს ადამიანმა საღი გონება უნდა შეინარჩუნოს. მდინარე მიდის, ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ მდინარის წინააღმდეგ სვლა გვიხდება. განსაკუთრებით მინდა ჩვენს ახალგაზრდებზე ვისაუბრო. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდობა სასოწარკვეთილებაში ვარდება. გამოცდებს აბარებენ და ხშირია შემთხვევა, როცა ნიჭიერი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება, მასზე სუსტი კი ხვდება და თვითონ ვერ შედის სასწავლებელში. არ უნდა დავკარგოთ იმედი, ცხოვრება მრავალსახოვანია. არ არის აუცილებელი, ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს. ადამიანი თვითონ არის თავისი თავის მთავარი მასწავლებელი. არსებობს მრავალი საქმე, მრავალი გზა და ამიტომ თუ არ გამოგივიდათ ერთ სასწავლებელში შესვლა, შედით მეორეში, მეათეში. სცადეთ ფიზიკური შრომა, სოფლის მეურნეობაში მუშაობა. ღმერთი აუცილებლად მოგმადლებთ წარმატებას. მინდა გთხოვოთ ყველას, ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს და ღმერთი გაგიმართლებთ და დაგეხმარებათ”, – ბრძანა პატრიარქმა.

დღევანდელი ქადაგებისას, ილია მეორემ მრევლს ურჩია უფალს დახმარებისათვის სთხოვონ სიხარულით, სიყვარულით და რწმენით.

“როცა უფალს დახმარებას სთხოვთ, არ უნდა შეგეპაროთ ეჭვი. როცა ადამიანს ეჭვი ეპარება, არ სრულდება მისი თხოვნა. ამიტომ ეჭვი არ უნდა იყოს, როცა უფალს ვთხოვთ. უფალი ბრძანებს, ითხოვე და მოგეცეს შენ. ითხოვე სიხარულით, სიყვარულით, რწმენით და უფალი მოგცემს, თუკი ეს შენთვის სასარგებლოა”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი