მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (30.01.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.01.2011 ერთი კომენტარი | 1,115 ნახვა

გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოს იაკობის ქადაგება

სამების ტაძარი “დღეს არის დიდი წმინდანის, მონაზვნური ცხოვრების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ანტონი დიდის ხსენება.

ანტონი დიდი ბერ-მონაზვნების განსაკუთრებული შემწეა. მან ოცი წლის ასაკში დატოვა წუთისოფელი და შეუდგა ღმერთს.

პირველ საუკუნეებში, როდესაც ადამიანები ქრისტესთვის ეწამებოდნენ, მაშინ მოწამეობა უდიდესი ღვაწლი იყო და, რა თქმა უნდა, დღესაც არის. შემდეგ, როდესაც კონსტანტინე მეფის დროს შეწყნარებულ იქნა მართლმადიდებლობა, მრავალ ადამიანში, რომელთაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ უფლისა, იმძლავრა იმის წადილმა, რომ თავიანთი სიცოცხლე მიეძღვნათ მაცხოვრისათვის და მთელი მათი ცხოვრება ყოფილიყო მოწამეობა.

ანტონ დიდი იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების წესით იცოცხლა ისე, რომ შემდეგ ესწავლებინა ჩვენთვის.

მრავლი განსაცდელი გადახდა მას თავს…

ვინც მოღვაწეობს, მას აუცილებლად დაესხმება თავს ბოროტი სხვა და სხვა სახით. თუმცა უფლის რჩეულები მაინც დაცულები არიან ღვთის მიერ და გვაძლევენ მაგალითს, რომ არ შევდრკეთ და არ მივატოვოთ ქრისტეს მიერ განმზადებული ასპარეზი.

ხშირია ქრისტიანებში გასაჭირის დროს ადგილის შეცვლის სურვილი. ასეთ შემთხვევაში ანტონი დიდი და სხვა მრავალი მამა გვამხელს, რომ ისინი ეშმაკებსაც არ უშინდებოდნენ და რჩებოდნენ იმ ადგილას, სადაც იყვნენ მოწოდებულნი და უფალი მათ არასოდეს ტოვებდა.

ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ მათი ცხოვრებიდან და როდესაც წინააღმდეგობა შეგვხვდება, არ უნდა შევშინდეთ. როდესაც მიზანი დასახული გვაქვს და თითოეული ქრისტიანის მიზანი არის ღმერთთან ყოფნა, სასუფევლის დამკვიდრება, ამ მიზნისთვის არ უნდა დავიხიოთ უკან.

რამდენიმე წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლაც ბევრს წარმოუდგენელი ეგონა. ბევრმა შესაძლოა ისიც იფიქრა, რომ რუსეთის შეტევის გამო ტერიტორიებს ვეღარ დავიბრუნებდით. ეს ადამიანური აზროვნებაა და შეცდომა. ვუყურებთ ხოლმე ვიღაცის ძალას და გვავიწყდება, რომ ძალისმომცემი უფალია და თუ უფალი ჩვენთან იქნება, ვერანაირი ძალა წინ ვერ დაგვიდგება.

საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ეს არ გახლავთ შორეული მომავლის პერსპექტივა.

არც ერთი ქართველი არ დაუშვებს იმას, რომ მთლიანობა დარღვეული იყოს. ეს ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა?! ეს ხომ ის ადგილია, რომელიც უფალმა განსაკუთრებით შეიყვარა?!

ისევ დადგება დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა კვლავ ძლიერი იქნება. მთავარია გვქონდეს ამის რწმენა და ყოვლისშემძლე უფალი აუცილებლად შეგვეწევა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და თითოეული ადამიანი სულიწმინდის მადლით აღავსოს”.

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

მოამზადა ქეთი ჭელიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.