მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (29.07.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.07.2012 ერთი კომენტარი | 2,246 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი

ილია მეორე ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია, არ შეიძლება მარტივად წარმოვიდგონოთ მისი ცხოვრება. ადამიანი ვერც მისწვდება ბოლომდე – თუ რა არის მისი სულიერი თუ ფიზიკური არსი. შეიძლება არც არის საჭირო, იმიტომ, რომ უფალმა იცის, რომელიც არის შემომქმედი ცათა და ქვეყანისა და თვით ადამიანისაც. მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანისთვის ღვთის არსი და ღვთის განგება მიუწვდომელია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ განვსაზღვროთ ის, თუ როგორ გამოვლინდება ღვთის ძალა ადამიანში, დედამიწაზე, მცენარეებსა თუ ცხოველებში და მეტი არაფერი.

ჩვენ ისიც ვიცით, რაც თქვა წმიდა იობმა წინასწარმეტყველმა, მართალმა იობმა ბიბლიიდან. ის კი არ ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება განსაცდელია დედამიწაზე, ის კითხვას სვამს – გასაცდელი, გამოცდა ხომ არ არის ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე? წმიდა იობმა გამოიარა ისეთი მძიმე, რთული ცხოვრება, რომ მხოლოდ კითხვის ფორმით ამბობს, – გამოცდა ხომ არ არისო? და მართლაც, ყველაფერი, ყოველი დღე ჩვენი გამოცდაა, თუნდაც ავიღოთ აბრაამის ცხოვრება.

როცა წმიდა, მართალ აბრაამს უფალმა უბრძანა: შენი შვილი მსხვერპლად უნდა მოიყვანო, დაჰკლაო, აბრაამი არ დაეჭვებულა, წაიყვანა შვილი ისააკი მთაში და არაფერი არ უთხრა მას. როცა ისააკი ეკითხება, რომ მამაო მსხვერპლი სადღა არისო, რაც უნდა მოუტანო უფალსაო. ღმერთი გამოგვიჩენსო და მართლაც როცა აბრაამმა შეკრა თავისი შვილი და ასწია მახვილი და როდესაც უნდა დაერტყა მისთვის ანგელოზმა გააჩერა მისი ხელი და უთხრა: “ღმერთი ხედავს შენს რწმენას, ერთგულებას, ცხვარი, რომელიც იყო დაბმული ჯაგებში მოიყვანე და ის დაკალიო”.

მინდა ვთქვა, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრება გამოცდაა. განსაკუთრებით ახლა ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ყოველი დღე, ყოველი საათი გამოცდაა ჩვენი. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანს შეუძლია ბევრი სიკეთის და ბოროტების გაკეთებაც.

ადამიანს, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება მას შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტებაც გააკეთოს. ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა სიკეთე გვაკეთებინოს, იყოს ჩვენი მასწავლებელი, წინამძღვარი, დამრიგებელი. თუ ჩვენ გვექნება იმედი და მივეყრდნობით ღვთის ნებას, ყველაფერი კარგად იქნება.

ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, მოახლოებულია ჩვენი პარლამენტის არჩევნები და კამათისა თუ საუბრის დროს, ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. იქონიეთ მოთმინება, კეთილი გული, სიბრძნე და ისეთი სიტყვა არ უნდა თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო, ამინ!

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი