მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (27.10.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2013 | 1,823 ნახვა

27 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე უბისისა და მარგვეთის ესპისკოპოსად აკურთხა. პატრიარქი პატრიარქმა მღვდელმთავარს ეკლესიის სახელით მღვდელმთავრად კურთხევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის დიდი პასუხიმგებლობა ღვთის, სამშობლოსა და ერის წინაშე.

ილია მეორის თქმით, ადამიანი არ უნდა შეუშინდეს განსაცდელს, რადგან ყოველ განსაცდელს სიხარული მოაქვს.

“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ცუდ დროში, როცა ფასეულობათა დევალვაცია ხდება. იმ ფასეულობის, რომელსაც ათიათასობით ადამიანი შეეწირა. ეს არის მამული, სამშობლო, ჩვენი სულიერება, ჩვენი სარწმუნოება. დღეს ზოგიერთი ცდილობს, გააუფასუროს ეს ყველაფერი, ცდილობს, წარმოშვას ახალი ფასეულობა. სინამდვილეში რასაც დღეს ახალ ფასეულობას უწოდებენ, დამღუპველია ადამიანისთვის. უნდა ვიცოდეთ, რა არის ფასეულობა – ეს არის ოჯახის სიმტკიცე, მართლმადიდებლობა, სამშობლო. “როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა”. არის შემთხვევები, ოჯახები ბავშვებს უცხოეთში აგზავნიან და მოწყვეტილი არიან თავის კულტურას, სიმდიდრეს. ასეთ დროს ხდება მეუფეო თქვენი კურთხევა. მე შევთხოვ უფალს ძალა მოგცეთ, ძალა მოსცეს საქართველოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა”,-ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესმა მრევლს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს გამოადგება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ შემდეგ კვირას კიდევ ერთი მღვდელმთავრის კურთხევა იქნება. ასევე პატარა უფლისწულს, გიორგი ბაგრატიონს მონათლავენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი