მთავარი » ქრისტიანობა

ჯვართამაღლება – სოხუმის დაცემა – საკვირაო ქადაგება (27.09.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.09.2015 | 1,538 ნახვა

27 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრელს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და სოხუმი უნეტარესმა ილია მეორემ და სოხუმის დაცემიდან 22 წლისთავს გამოეხმაურა.

“დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულისაც. დღეს არის ჯვართამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება, აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული ჟიული შარტავა, იგივე დავითი და სხვა გმირები. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს დაცემული აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები.

ეს იყო თავსმოხვეული ტრაგედია. ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია და ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის – ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის და სხვა ერებისთვის”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგების შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა.

უწმიდესმა აფხაზებსა და ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი