მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (27 მარტი 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.03.2011 ერთი კომენტარი | 1,569 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II – ის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!
ღვთის წყალობითა და მფარველობით დიდი მარხვის სამმა კვირამ განვლო.

სამებადღევანდელ დღეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე, რაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დაწესდა იმისათვის, რომ ადამიანი არ დაუძლურდეს მარხვისაგან. ამით ეკლესია გვახსენებს, თუ როგორი ტანჯვა და ჯვარცმა აიტანა უფალმა.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაზე საუბრისას ვამბობთ: “ასეთია ჯვარი მისი”. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ პიროვნებას გააჩნია საკუთარი ჯვარი და მის ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

უპირველესყოვლისა, ადამიანმა უნდა შექმნას თავისი სულიერი, ცხოვრებისეული ჯვარი.

პირველი – ეს არის ვერტიკალი, რომელიც ადის ადამიანიდან ღმერთთან და მეორე – ჰორიზონტალი, რომელიც მიდის ადამიანთან. ანუ პიროვნებამ უნდა შექმნას ორი ხაზი: წრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ.

ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება. და არა მარტო დაინახოს, არამედ მივიდეს და უშველოს. როგორც პავლე მოციქული ამბობს: “ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი”.

ერთი პიროვნება მესაუბრებოდა, თუ როგორ უყვარდა მას სიმდიდრე და ფუფუნება. ვინც ამას მეუბნებოდა, ის უკვე გარდაიცვალა და დარჩა მთელი ფუფუნება და სიმდიდრე დედამიწაზე.

უყვარს ადამიანს ფუფუნება მაგრამ, გაჭირვებულის დახმარებაც უნდა უყვარდეს მას. შესაძლოა ძალიან მოკლე ხნის იყოს ფუფუნება.

ჯვარს აქვს უდიდესი ძალა. წმიდა მამები ამბობენ: შესაძლოა ეშმაკმა იესო ქრისტეს სახეც მიიღოს, მაგრამ არა – ჯვრისა და ღვთისმშობლის. ამიტომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ნაკურთხი ჯვარი გულზე დაკიდებული. ეს ჯვარი გადაგვარჩენს და მიგვიყვანს სასუფეველში.

ჯვრის ძალა შეგეწიოთ, ჯვრის ძალამ დაიცვას, დაიფაროს და გაამთლიანოს საქართველო. დაიცვას იგი ხილული და უხილავი მტრებისაგან.

დიდი და უძლეველია ჯვრის ძალა. მრავალი ადამიანი გადაურჩენია მას.

ჯვრის ძალა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი