მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (26.11.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.11.2017 | 1,885 ნახვა

სამება 26 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი), კეთილი სამარიტელის შესახებ იგავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუკუნო ცხონების დამკვიდრებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი სამარიტელისებური მოწყალების თვისებაა.

„ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ ვინ არის ჩვენთვის მოყვასი, არამედ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ვისთვის ვიყოთ მოყვასი, რომ ჩვენ ყველასთვის უნდა ვიყოთ მოყვასი, ვისაც ესაჭიროება გვერდში დგომა, ვინც ჩვენთან დგას, ჩვენს გვერდით, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, ყველას მიმართ უნდა ვიყოთ მოყვასები.

უფლისთვის მთავარია ჩვენს გულში, ჩვენს სულში ჩავიხედთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა, იყოს მოწყალება, სიყვარული, როგორც ჰქონდა ამ სამარიტელს, რამეთუ მოწყალება არის გზა. საუკუნო ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი არის სამარიტელისებური თვისება მოწყალებისა. ჩვენ, როგორც არასდროს, გვესაჭიროება ეს თვისება – მოწყალება. დალოცვილები და გახარებულები გამყოფოთ უფალმა“, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შიომ.

პატრიარქის მოსაყდრე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასაც გამოეხმაურა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რაც მოხდა გუშინწინ ბათუმში. ვუსამძიმრებთ და ვლოცულობთ იმ ადამიანების სულების საცხონებლად და მათ ოჯახებს ვუსურვებთ გაძლიერებასა და ღვთის შეწევნას“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

იხილეთ ქადაგების ვიდეოვერსია:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.