მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (26.08.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.08.2012 ერთი კომენტარი | 2,491 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი.

ილია მეორე საოცარი თვისება აქვს ადამიანს. ის თავისი ცხოვრების განმავლობაში სულ რაღაცას აგროვებს. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ფოსტის მარკებს ვაგროვებდით. ზოგი კი ფულს აგროვებდა… უფალი ამბობს: “სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი.” ადამიანი ზედმეტად ფიქრობს იმ ნივთებზე, საუნჯეზე, რაც მან დააგროვა. ერთ-ერთ ეპისტოლეში მოხსენიებული მაქვს ამერიკელი მდიდარი ქალბატონის სიკვიდლის წინა თხოვნის შესახებ. მან უძვირფასესი კაბა მოატანინა, ხელი მოავლო მას და დამწუხრებულმა თქვა: მე უნდა ვკვდებოდე, ეს კაბა კი აქ უნდა რჩებოდეს?! ქალბატონმა ისე ჩაჭიდა კაბას ხელი, ვეღარ წაართვეს, კაბა მაკრატლით შემოაჭრეს, მისი ნაწილი კი გარდაცვლილმა სამარეში წაიღო. ასეთი მაგალითი ბევრია…

ვაგროვებთ, მაგრამ ვის ვუგროვებთ არ ვიცით. ხშირად შვილებს ვუგროვებთ და ვუტოვებთ, თუმცა მათ როგორც მიიღეს, ისევ ქარი წაართმევთ და არ დააფასებენ თქვენს შრომას.

დღევანდელი სახარება გვეუბნება: უფალთან ახალგაზრდა ჭაბუკი მივიდა, რათა გაეგო, რა გაეკეთებინა იმისათვის რომ სასუფეველი დაემკვიდრებინა… მაცხოვარი პასუხობს: არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. ეს ჭაბუკი ძალიან მდიდარი იყო და უფალმა მას ურჩია გაეყიდა მთელი თავისი ქონება, დაერიგებინა ღარიბებისთვის და მას გაჰყოლოდა. ჭაბუკი დამწუხრდა და წავიდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო. უფალი თითქოს ჩვენს თანამედროვე ადამიანებს ხედავდა… უნდა ვიცოდეთ, სად არის ზღვარი, რა უნდა ვაკეთოთ, ვიუნჯოთ, რა შევაგროვოთ და რისთვის. ხშირად საუნჯე რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგიგროვებია, მხოლოდ საფლავის კარამდე, სამარემდე მიგაცილებს. მერე რჩება… იყო შემთხვევა, დარჩენილ ქონებაზე ჩხუბი ატყდა და ერთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. უნდა გვახსოვეს რისთვის მოვედით, რას წავიღებთ იქ და სად მივდივართ…

ღმერთმა ინებოს, გაგვეხსნას გონება, ყოველმა ჩვენგანმა დაინახოს, სად არის და რა არის ჩვენი საუნჯე. ეს ის საუნჯეა, რომელიც მიგაცილებს სამარის კარამდე თუ – გამოგყვება საიქიოს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ყველას მოგვცეს ისეთი სულიერი საუნჯე, რომელიც საიქიოს წამოვა.
ჩვენთან არს ღმერთი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი