მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (26.06.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.06.2016 | 2,582 ნახვა

სამება 26 ივნისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოველთა წმინდათა დღე მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

„დღეს არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული. ეს არის ზეიმი ცათა და ქვეყანისა. ყველა ზეიმობს როგორც სასუფეველში, ისე – დედამიწაზე, ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა შეევედროს ყოველთა წმინდათა, რათა მშვიდობა იყოს. თქვენ წინაშე დასვენებულია საქართველოს დიდების ხატი. ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი. მე დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც ეს ხატი ჩემს ოჯახში იყო და ყოველ დილა-საღამოს ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ლოცულობდნენ ამ ხატის წინაშე. რამდენი წმინდანიც არის ხატზე, იმდენ მუხლს მოიყრიდა მამაჩემი და შეევედრებოდა მშვიდობას და სიკეთეს. ეს ხატი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მე მყავს გარდაცვლილი უფროსი ძმა თეიმურაზი. როცა ის ავად იყო და იწვა ლოგინში, დამიძახა მე და მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. ვინ-მეთქი და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო გამოეცხადა მას გარდაცვალების წინ. ძმა გამომეცხადა მე და ვკითხე, ლოცულობ ჩემთვის-მეთქი და მითხრა, ვლოცულობო. მაჩვენა ამ ხატზე და თქვა, რომ ეს ხალხი, ეს ეზო, ყველა ლოცულობსო“, – აღნიშნა პატრიარქმა.

საკვირაო ქადაგების დასრულების გვარები და ის აბიტურიენტები დალოცა, რომლებიც წელს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი