მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (26.01.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2014 ერთი კომენტარი | 2,022 ნახვა

26 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, სამება
ქართველი ადამიანი ღვთისმოშიშებით, მორწმუნეობით, შრომისა და მეცნიერების სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა.

„მეცნიერებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ის გადაარჩენს ჩვენს ხალხს. თუ ჩვენ მეცნიერება დავკარგეთ და დავივიწყეთ, ქართველი ხალხი დაიღუპება. მეცნიერება ცვლის ადამიანის ბუნებას და ხასიათს. თუ განათლებულია ადამიანი, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე”, – ბრძანა უწმიდესმა.

უწმინდესის თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში უამრავ ადამიანს ჰქონდა უმაღლესი განათლება. “ყველაფერი წინ მიდის და არ შეიძლება, ქართველი ადამიანი დარჩეს ფულისა და ჭამა-სმის მოყვარე. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ინტელექტუალურ სიმაღლეზე. ჩამოვთვალოთ რამდენი მეცნიერი გვყავდა. ერთ–ერთი მათგანი იყო დიმიტრი უზნაძე – დიდი ფსიქოლოგი, მეცნიერი, რომელმაც აღმოაჩინა განწყობის თეორია. თუ ადამიანს წინასწარ განწყობა არ ექნება, არაფერი გაკეთდება”, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანმა უნდა აწონ–დაწონოს რას და რისთვის აკეთებს. ხშირია, როდესაც რაღაცას ვაშენებთ და შემდეგ ის ასაღები ხდება, რადგან ვერ გავიაზრეთ, საჭირო იყო თუ არა საქართველოსთვის ეს მშენებლობა. ამიტომ უნდა განეწყოს ადამიანი საქმისთვის.

“ადამიანმა უნდა გამოიყენოს ანალიტიკური აზროვნება, რომ განსაჯოს, რამდენად საჭიროა ესა თუ ის მშენებლობა და რამდენად გამოადგება მომავალ თაობებს და არ უნდა იფიქროს მხოლოდ ისე, როგორც მას მოსწონს. ჩემი აზრით, დღეს უკვე თანდათან ვფიქრობთ, გამოადგება თუ არა ესა თუ ის საქმე ჩვენს შვილებს და საჭიროა თუ არა მისი გაკეთება”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა მრევლს თემაზე “განწყობა შრომისთვის” თემის მომზადება დაავალა.
„გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დაწეროთ, როგორ წარმოგიდგენიათ განწყობის თეორია შრომასთან მიმართებაში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანს შეექმნას განწყობა ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური შრომისთვის. კარგად გაიაზრეთ და ღრმად გააანალიზეთ, როგორ შეიძლება განვაწყოთ ადამიანი შრომისთვის. … ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავდგათ განწყობის თეორიის ძეგლი “, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქადაგებისას მიწის დამუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინაპრები მუდამ ფიქრობდნენ იმაზე, რომ მიწა ჰქონოდათ. დღეს კი, მთავრობა ხალხს მიწებს ურიგებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი დაუმუშავებელია.

„ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვიხსნას გონება და გული, რათა გავიგოთ, რა არის განწყობის თეორია…
ქართველ ადამიანს შრომისადმი სიყვარული ყოველთვის გამოარჩევდა, თუმცა ერს დღეს შესაბამისი განწყობა აკლია.“ – ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა დეკანოზი გიორგი გუგენიშვილი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი