მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (25.09.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.09.2011 2 კომენტარი | 1,729 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

პატრიარქი“როდესაც კარგი და მშვიდობიანი ურთიერთობაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სახელმწიფო და ეკლესია ვითარდება …”

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, არის ისეთი მოვლენები, რომლებიც აღემატება ჩვეულებრივ შეხვედრებს. თქვენო უნეტარესობავ, კვიპროსის მთავარეპისკოპოსო, მართალია, მეორეჯერ ბრძანდებით საქართველოში მაგრამ,
თქვენი ვიზიტი ისტორიულია.

კვიპროსი – ეს წმიდათაწმიდა ადგილი ძალიან ახლობელია ჩვენთვის და ჩვენ, ისტორიულად დიდი სიყვარული, პატივისცემა გაგვაჩნია მისდამი. წმიდა ლაზარე გვაახლოებს, გვაერთიანებს ჩვენ.

არსებობს ლექსი: “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, სადაც წერია, რომ სახარებასა შინა, ამას ენასა, ქართულსა ლაზარე ჰქვია. როგორც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა უფალმა, ისე აღადგენს ქართულსა ენასა.

ჩვენს ქვეყნებს კიდევ ბევრი რამ აერთიანებს. თუნდაც ავტოკეფალიის მიღება. დიდი მეცნიერი ვალსამონი ერთად იხსენიებდა საქართველოს და კვიპროსს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს და კვიპროსის ეკლესია უძველესია მსოფლიოში.

არ შეიძლება მხოლოდ ისტორიული ფაქტებით ვიარსებოთ და ვიცხოვროთ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ დღევანდელი დღე და მომავალი.

ერთ-ერთი მძიმე ტვირთი, რომელიც საქართველოს და კვიპროსს აწევს, ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ძალიან მტკივნეულია ეკონომიური კრიზისი, რომელიც მსოფლიოში და ევროპაში არსებობს.

ჩვენ გვაწუხებს ახალგაზრდობის პრობლემები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდობა მოვიდეს ეკლესიაში და განკურნება ჰპოვოს.

დღეს ახალგაზრდებისათვის ეკლსია დარჩა ერთადერთი თავშესაფარი და სასწავლებელი.

დღევანდელ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ახსენებს დიდ პიროვნებას, გიორგი ჭყონდიდელს, რომელიც გახლდათ აღმზრდელი, მასწავლებელი და მრჩეველი დავით აღმაშენებელისა. ის წარმატებები, წინსვლა, რომელიც გააჩნია დავით აღმაშენებელს, უმეტეს შემთხვევაში იყო რჩევით და კარნახით წმიდისა გიორგი ჭყონდიდელისა. არსებობს ასეთი აზრი, რომ გიორგი ჭყონდიდელი იყო წარმოშობით ერთ-ერთი დიდი გვარისაგან სამეგრელოში.

როდესაც კარგი და მშვიდობიანი ურთიერთობაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სახელმწიფო და ეკლესია ვითარდება და წინ მიდის, როგორც კი ირღვევა ეს ურთიერთობა, ირღვევა მთელი ქვეყანა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • დარო says:

    დღეს ახალგაზრდებისათვის ეკლსია დარჩა ერთადერთი თავშესაფარი და სასწავლებელი.

    დღევანდელ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ახსენებს დიდ პიროვნებას, გიორგი ჭყონდიდელს, რომელიც გახლდათ აღმზრდელი, მასწავლებელი და მრჩეველი დავით აღმაშენებელისა. ის წარმატებები, წინსვლა, რომელიც გააჩნია დავით აღმაშენებელს, უმეტეს შემთხვევაში იყო რჩევით და კარნახით წმიდისა გიორგი ჭყონდიდელისა. არსებობს ასეთი აზრი, რომ გიორგი ჭყონდიდელი იყო წარმოშობით ერთ-ერთი დიდი გვარისაგან სამეგრელოში.

    როდესაც კარგი და მშვიდობიანი ურთიერთობაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სახელმწიფო და ეკლესია ვითარდება და წინ მიდის, როგორც კი ირღვევა ეს ურთიერთობა, ირღვევა მთელი ქვეყანა.

    ჩვენთან არს ღმერთი! ზალიან მომწონს ეს სიტკვები ღმერთმა ისმინოს
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II სიტყვები ამინ

  • ქეთი says:

    დღეს ახალგაზრდებისათვის ეკლესია დარჩა ერთადერთი თავშესაფარი და სასწავლებელი!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი