მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (25.05.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.05.2014 | 1,566 ნახვა

25 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება ცვალებადია. კეთილი მოდის, შემდეგ მიდის, ასევე ბოროტი მოდის, შემდეგ მიდის და ასე ტრიალებს. ილია მეორედღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას და მთლიანობას. ჩვენ დღეს ვლოცულობთ იმათთვის, რომელთაც თავი დასდეს საქართველოს მთლიანობისთვის და ჩვენ ვლოცულობთ როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ისე რუსებისთვის, ისე სხვა ერების წარმომადგენლებისთვის.

მე ვფიქრობ და არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, დადგება ის მშვიდობიანი დრო, როცა ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნდება საქართველოს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ განუყოფელი და განუყრელი ძმები. ჩემთვის ეს ადვილი სათქმელია, რადგან 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. მახსოვს ის სითბო, ის განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც იჩენდნენ აფხაზები ქართველების მიმართ. რამდენი შემთხვევა ყოფილა, როდესაც აფხაზებს გადაურჩენია ქართველი და ქართველს გადაურჩენია აფხაზი. ვინც თესავს ღვარძლსა და შურს, მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს, ვერ იქნება, რადგან ღმერთი ამთლიანებს, აერთიანებს და ბოროტი სული, ეშმაკი ჰყოფს. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი მფარველობა გაუწიოს საქართველოს და ასევე იმათ, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს მთლიანობას. დღეს ჩვენ ვასრულებთ პანაშვიდს და ვლოცულობთ მათთვის, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთში, რომლებიც თბილისში მოდიოდნენ და ვიღაცამ მათი თვითმფრინავი ააფეთქა,” – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა, ქადაგების შემდეგ ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი