მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება- მართლმადიდებლობის ზეიმი (25.02.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.02.2018 | 1,382 ნახვა

left 25 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და მრევლს დღევანდელი დღესასწაული – მართმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.

“დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: “კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას”. დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია და ამ ეკლესიამ გადაარჩინა მართლმადიდებელი სარწმუნეობა, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ უფალს. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი”, – განაცხადა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი