მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (25.01.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.01.2015 ერთი კომენტარი | 2,275 ნახვა

25 იანვარს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, ეს გამოცდაა და ეს ხშირად მძიმეა. ამ გასულ კვირას სამი მიცვალებული გავასვენეთ: მეუფე თადეოზი, არქიმანდრიტი ილია და ბატონი იური, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თავისი შვილის საფლავზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება რთული პროცესია და არავინ იცის, როდის მოვა ჩვენი რიგი. როდის მიგვიწვევს უფალი, ამიტომ, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის.

სამება

მრავალი განსაცდელი აქვს ადამიანს, მაგრამ ეს განსაცდელი ხშირად მოჩვენებითია. ხშირად ისეთია, რომელიც შეიძლება დაძლეულ იყოს და დაძლეულ იყოს არა ჩვენი საქმით, არამედ ლოცვით, მარხვით, მოწყალებით. ყველაზე ძლიერი საშუალება, ყველაზე ძლიერი იარაღი ბოროტების წინააღმდეგ არის ლოცვა, მარხვა და მოწყალების გაცემა. ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს უკანასკნელ დღეზე, უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რა უნდა წაიღოს ამ ქვეყნიდან.

შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს მთელი ქვეყნის სიმდიდრე, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო შეიძლება იყოს მისთვის. ამიტომ ეს სამი რამ – ლოცვა, მარხვა და მოწყალება უნდა იყოს ჩვენი თანამგზავრი. ეს არის სამი დიდი საუნჯე, რომელიც შეეწევა ადამიანს ამ ქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც მისი შემწე და დამხმარე იქნება”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ 5 გვარი დალოცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ნინო says:

    უღრმესი მადლობა ჩვენს უწმიდესს,ღმერთმა არ მოგვაკლოს მისი ლოცვა-კურთხევა,ქადაგებები.ჩემო ქრისტესმიერ საყვარელნო,თუ გვინდა სიკეთე და ბედნიერი მომავალი,დავუჯეროთ,შეძლებისდაგვარად შევასრულოთ.სხვა არაფერი გვიშველის.ერთადერთი ეკლესია და ჩვენი პატრიარქი ზრუნავს და იღწვის ჩვენთვის,ადამიანებისთვის,სხვას არავის აწუხებს ჩვენი დარდი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი