მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (24.12.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.12.2017 | 2,222 ნახვა

მეუფე შიო მუჯირი 24 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

“ხვალ არის დიდი დღესასწაული ჩვენი ერისა და ეკლესიის – არის 40 წლის იუბილე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან. დღეს კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს, რამეთუ იგი 40 წლის განმავლობაში და მანამდეც, როდესაც მღვდელმთავარი იყო, მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ, სწორედ უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ. ამიტომ ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ მრავალ გამარჯვებას ჩვენი ერისა, ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას”, – განაცხადა მეუფე შიომ.

პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში დღეს ლოცვა აღევლინება, ხვალ კი საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი