მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (23.12.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.12.2012 | 1,895 ნახვა

23 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქი ქადაგებისას უწმიდესმა ღვთისადმი მადლიერების აუცილებლობაზე იქადაგა. მან განმარტა დღევანდელ წირვაზე წაკითხული ქადაგება, რომლის მიხედვითაც უფალმა ათი კეთროვანი განკურნა, თუმცა ათიდან მხოლოდ ერთმა შესწირა უფალს მადლობა განკურნებისთვის.

“ეს თითქოს ჩვენს შესახებ არის დაწერილი. ძალიან ხშირად ვთხოვთ უფალს რაიმეს შესრულებას და მადლობის შეწირვა გვავიწყდება. ჩვენ ვხვრობთ კეთილდღეობაში, მშვიდობაში, მადლობის თქმა კი გვავიწყდება. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე, როდესაც ლოცვას აღვასრულებთ, მადლობა და დიდება შევწიროთ უფალს ყველაფრისთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ სამშაბათს, 25 დეკემბერს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და მისი ინტრონიზაციის დღეს წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძარში. იქ, სადაც ინტრონიზაცია შესრულდა. 24 დეკემბერს კი წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით საღამოს ლოცვა სამების ტაძარში ჩატარდება.

უწმიდესმა დღეს სამღვდელოება დააჯილდოვა. ქადაგების დასასრულს კი საქართველოს გამთლიანება ისურვა: “ღმერთმა ინებოს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში, გამთლიანდეს საქართველო. ღმერთმა დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო”,- ბრძანა უწმინდესმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი