მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (22.02.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.02.2015 | 3,367 ნახვა

22 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. ილია მეორე წარსულში ასეთი დრო, რომ ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა. ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულიწმინდისა. ადამიანი თვითონ დგება მაცხოვრის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ბოროტი, ურწმუნო ადამიანი, სასუფეველში ვერ გაძლებს, ეს იქნება მისთვის ტანჯვა, რადგან ის ბოროტებით არის შეპყრობილი. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე. ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ სხვების ცოდვები და არა – საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, წარსულის მაგალითმა მომავალში უნდა გვიჩვენოს.

“ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელიც ჩვენს წინაშეა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი წარსულით, წარსული საჭიროა, მაგრამ დღევანდელი დღის და მომავლის არდანახვა საშიშია. წარსულის მაგალითმა მომავალში უნდა გვიჩვენოს, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. რა არის თეთრი და რა არის კარგი”, – აღნიშნა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები წინ და თითქოს ერთად მოიყარა თავი ყველაფერმა – მეცნიერებამ, ფილოსოფიამ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჟამი ახლოს არის.

“ადამიანს წარსულში ახასიათებდა რწმენა, თავმდაბლობა, ღრმა აზროვნება. დღეს კი ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ ურწმუნოებაზე, ამპარტავნებასა და განკითხვაზე”, – აღნიშნა უწმიდესმა.

პატრიარქმა მარხვის შესახებაც ისაუბრა.

“ხვალიდან იწყება დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ერი ამ მარხვის დროს განიწმინდოს. მარხვა არის ადამიანის სულიერი გაწმენდა, ცოდვათაგან გათავისუფლება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულიერად ავმაღლდეთ”,- ბრზანა ილია მეორემ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი