მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (21.08.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.08.2011 2 კომენტარი | 1,540 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ilia IIროცა ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს მომავალზე, კაცობრიობის მომავალზე, უნებურად მოდის ასეთი კითხვა: ვინ ვიყავით ჩვენ, ვინ ვართ და ვინ შეიძლება იყოთ მომავალში? ვინ ვიყავით გასაგებია. საქართველო და ქართველი ადამიანი ირჩეოდა თავისი კეთილშობილებით, ზრდილობით, სარწმუნოებით. აი, ერთი მაჩვენებელია: მრავალი ქვეყნიდან ებრაელები დაბრუნდნენ ისრაელში. ზოგიერთი ქვეყნიდან დაბრუნდნენ ურწმუნო ადამიანები, ათეისტები. ყველაზე მორწმუნე ადამიანები, ებრაელები დაბრუნდნენ საქართველოდან, იმიტომ, რომ ჩვენთან თვითონ ატმოსფერო და გარემოცვაა ისეთი, რომ არ შეიძლება ადამიანი ურწმუნო იყოს. კომუნისტური რეჟიმის დროს, მე მახსენდება, თანამდებობის პირები მოდიოდნენ საპატრიარქოში, ვსაუბრობდით და წასვლისას ჩუმად მეტყოდნენ: მე გულში მორწმუნე ვარ.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს მომავალზე. ჯერ უნდა გავაანალიზოთ ეს საუკუნე და წინა საუკუნე – რა მოგვიტანა. უზარმაზარი ცოდნა, მეცნიერული აღმოჩენები და ამაზე მეტი ზნეობრივი დაცემა. დღეს ისეთი წარმოდგენაა, თითქოს მთელი კაცობრიობა მთიდან მოექანება და ვერაფერი ვერ დააკავებს მას. თუნდაც ჩვენი დამოკიდებულება სხვა ადამიანებთან, ჩვენი დამოკიდებულება და ცოდნა ცოდვის მიმართ. ცოდვა მუდამ იყო, მაგრამ ის ცოდვა ცოდვად მიაჩნდათ. დღეს ცოდვა მიაჩნიათ, როგორც ადამიანის თვისება. თანდათან კარგავს ადამიანი კონტროლს თავის თავზე და რა იქნება მომავალში ღმერთმა იცის.

ჩვენ, მორწმუნეებმა უნდა გამოვიყენოთ ეს ჩვენი დრო, 70 თუ 80 წელი სიცოცხლისა, იმისათვის, რომ, უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, ჩვენს განწმედაზე და ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ. რაც შეიძლება უნდა ვიჩქაროთ სიკეთის გაკეთება. სიკეთეს რომ აკეთებს ადამიანი, საოცარია. არის სუბიექტი, რომელიც ეხმარება გაჭირვებულ ადამიანს. საოცარია, რომ, რომელიც ეხმარება მას უფრო უხარია, ვიდრე მას, ვისაც ეხმარებიან. იმიტომ, რომ ვისაც ეხმარებიან ის შეჭამს იმას დახარჯავს და ამით დამთავრდება.ხოლო, რომელიც აკეთებს სიკეთეს მას ეს სიკეთე აქაც დაეხმარება და იმ ქვეყანაშიც. სიკეთის გამკეთებლის მადლი უფრო მეტია, ამას გრძნობს ადამიანის სული. უნდა ვიჩქაროთ სიკეთის კეთება. ვისაც აქვს საშუალება, უნდა დაეხმაროს სხვას მატერიალურად თუ სულიერად. მაგრამ ყველაზე დიდი დახმარება არის, როცა სულიერად დაეხმარები ადამიანს და დააყენებ მას ჭეშმარიტ გზაზე. ამას სჭირდება მადლი სულისა წმიდისა და ღვთის ძალა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვღებულობთ უფლისაგან ამ ძალას და ის ჩვენს საცხონებლად და ერის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

უნდა ვიჩქაროთ სიკეთის კეთება. არავინ არ იცის როდის მიიწვევს უფალი ამ ქვეყნიდან, ამიტომ ეს სიკეთე ჩვენ იქ დაგვხვდება. წყალობა უფლისა და სიყვარული და სიხარული ჩვენს პლანეტაზე და ადამიანებს შორის.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი