მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (20 მარტი 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.03.2011 ერთი კომენტარი | 1,540 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ყველაზე რთული, რაც კი არსებობს სირთულეთა შორის, ადამიანის შეცნობაა. შეცნობა საკუთარი თავის…

რა არის, ვინ არის ადამიანი? თუ ის ხატია ღვთისა, რატომ უნდა ეცემოდეს? როგორ შეიძლება, ადამიანი არ იყოს ღვთის ხატი, თუ უფალი ამბობს ამას?!…

ადამიანი სამ განზომილებაში შეიცნობა. ეს არის წარსული, აწმყო და მომავალი. არ შეიძლება პიროვნება მხოლოდ წარსულით განვსაზღვროთ, ან იმით, თუ რამდენად კეთილშობილია, ან რამდენად ცოდვილი გახლდათ წარსულში.
აუცილებელია ადამიანი სამივე განზომილებაში დავინახოთ.

თქვენ გახსოვთ მარიამ მეგვიპტელი, თუ რამდენად ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ისე ამაღლდა, განიწმიდა თავისი სული, გონება, სხეული, რომ ანგელოზს დაემსგავსა. მხოლოდ წარსულში რომ ვისაუბროთ მარიამ მეგვიპტელზე, ცუდის მეტს ვერაფერს ვიტყვით.

მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხშირი შემთხვევაა, როდესაც ვხედავთ მხოლოდ წარსულს და ამის მიხედვით ვზომავთ, გამოგვაქვს დასკვნა, რომ ადამიანი ცუდია.

არავინ იცის, ადამიანი, რომელიც დღეს ცუდია, მომავალში ვინ იქნება. შესაძლოა იგი ანგელოზთა სწორი გახდეს.

ამიტომ უნდა ვერიდოთ განკითხვას. განკითხვა – ეს ისეთი ცოდვაა, რომლის შედეგადაც განმკითხველი თავად ვარდება ცოდვაში. შეიძლება იმავე ცოდვაში, ან – უარესში.

დღეს წმ. გრიგოლ პალამას, თესალონიკის მთავარეპისკოპოსის ხსენებაა. ის ღრმად ჩასწვდა ადამიანის ბუნებას და იმ დიდ საიდუმლოებას, რომელიც იყო მაცხოვარში.

ფერისცვალების ტროპარში წერია, რომ მოწაფეებმა დაინახეს იმდენი ნათება, რამდენიც შეეძლოთ და არა ის, რამდენიც მაცხოვარში იყო. სულ რომ ეხილათ უფლის დიდება და ნათება, იქვე დაიხოცებოდნენ ისინი.

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ყველამ დავინახოთ ნათება. თუ ვიხილავთ ნათებას სხვა ადამიანში, ის ნათება ჩვენშიც შემოვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა რწმენა, სიყვარული და თავმდაბლობა. აი, ეს მოგვცემს ჩვენ სიწმინდეს.

უფალი ბრძანებს: “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ”.

გვიხმობს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მაშვრალნი, შრომისმოყვარენი, ტვირთმძიმენი და უფალი იქნება ჩვენი მფარველი და დაგვეხმარება, რომ ბოლომდე მივიტანოთ ეს ჯვარი, რომელიც ღმერთმა მოგვცა.

დალოცვილი და გახარებული იყავით. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ, საქართველოსა და მთელ მსოფლიოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი