მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (19 ივნისი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.06.2011 4 კომენტარი | 1,816 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ილია მეორესახარებაში წერია, უფალი ბრძანებს: ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ. ყოველდღიურად ჩვენ ვთხოვთ უფალს საზრდოს, ჩასაცმელს, მატერიალურ პირობებს და ჩვენ გვავიწყდება მადლობის გადახდა. უნდა გვახსოვდეს და ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. არის ერთი ცნება, რომელზეც ნაკლებად ვფიქრობთ – ეს სილამაზეა. დიდი მწერალი დოსტოევსკი ამბობს : “სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობას”. რა არის სილამაზე? ეს არის ღვთისაგან ბოძებული წყალობა, მადლი. ეს არის სიყვარული, ჰარმონია, ლამაზი სხეული, ლამაზი ყვავილი. და მაინც, რა არის სილამაზე? რატომ თქვა ასეთი სიტყვები მწერალმა? უმაღლესი სილამაზე არის ღმერთი. აი, ამას გულისხმობდა იგი, რომ ღმერთი- უმაღლესი, უზენაესი სილამაზე გადააჩენს კაცობრიობას. ადამიანმა ყურადღებით უნდა შეხედოს ამ ცნებას – სილამაზეს.

მახსენდება, ერთ-ერთი ცნობილი მხატვრის გამოფენაზე ვახლდი ჩვენს პატრიარქს, სადაც საინტერესო ნახატები გახლდათ წარმოდგენილი. მათ შორის იყო შიშველი ქალის სურათი. პატრიარქმა თავისთვის ჩაილაპარაკა: “ნუთუ არ სრცხვენია ამ მხატვარს”. თურმე მხატვარი იქვე იდგა და შეეკითხა, რატომ ამბობდა რომ ადამიანის სხეული ლამაზია. მაშინ პატრიარქმა მიუგო: თუ ასეთი სილამაზეა, შენი ცოლი დახატე და ის გამოფინე. ამას ვერ გავაკეთებ – უპასუხა მხატვარმა. ამას თუ ვერ იზამ სხვაც არ უნდა დაამცირო, ასეთი გაშიშვლება ადამიანის დამცირებააო.

ჩემს ეპისტოლეში მოყვანილია ასეთი შემთხვევა, ბავშვი გარბის გზაზე და დაინახა ძალიან ლამაზი ყვავილი. მას უყურებს ერთი ხანდაზმული კაცი. ის ფიქრობს, რომ მივარდება ბავშვი და მოწყვეტს ყვავილს. ბავშვი მივიდა ყვავილთან, აკოცა და განაგრძო გზა. აი, ეს ბავშვი უკვე გრძნობდა თუ რა არის სილამაზე. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სილამაზეს ყველაფერში. თუნდაც, თეატრში წასვლისას ახალგაზრდები ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევენ, ეკლესიაში კი -ნაკლებად, რაც არ არის სწორი, რადგან უფალთან მოდიხარ.

თქვენ იცით, რომ წინა კვირას საქართველოში ჩამოსული გახლდათ სომხეთის პატრიარქი გარეგინ II. ახალგაზრდაა და ჯერ ალბათ სჭირდება მეტი გამოცდილება, ჭკვიანი კაცია. საუბარი იყო ურთიერთობებზე. სომხებს აქვთ სურვილი კიდევ გახსნან ტაძრები საქართველოში. ჩვენ შევთავაზეთ, რაც აქ გაკეთდება სომხური, ის უნდა გაკეთდეს ქართული სომხეთში. შევთანხმდით, რომ მომავალში უკეთესი ურთიერთობა გვექნება. მინდა ვთქვა, საქართველოს ეკლესია ღიაა ყველასათვის, მაგრამ ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, დაიჩაგროს ჩვენი ერი და ქვეყანა. ჩვენ ორმხრივი დიალოგი გვაქვს რომის კათოლიკებთან, ანგლიკანებთან, სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამავე დროს ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ, ჩვენს სარწმუნოებას, კულტურას, სულიერებას. ჩამოდიან უცხოეთიდან და ყველას უხარია, რომ ასეთი სულიერი მდგომარეობაა საქართველოში. მინდა, შევთხოვო უფალს ძალი ერსა თვისსა მისცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. მშვიდობა მოგვცეს უფალმა, პირველ რიგში, ჩვენს გონებაში და გულში.
ღმერთმა დაგლოცოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!
სამების საკათედრო ტაძარი

თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.