მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (17 ივლისი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.07.2011 2 კომენტარი | 2,159 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

პატრიარქის ქადაგებადღეს დიდი ზეიმია. ირანიდან ჩამობრძანდნენ ჩვენი ქართველები, რომლებიც მაზანდარანში ცხოვრობენ. ეს არის კუთხე, სადაც ყველა გვარად დაეწერა, როგორც გურჯი, გურჯიელი, რათა თავისი ეროვნება შეენარჩუნებინა. ბედნიერნი და მოხარულნი ვართ, რომ ამჟამად ისინი ჩვენთან არიან.

დიდება და მადლობა უფალს, რომ 400 წლის შემდეგ ჩვენს ქართველებს ეღირსათ სამშობლოს ხილვა. 400 წელია, რაც მათი წინაპრები ძალით წაიყვანეს საქართველოდან და აი, დადგა ის ბედნიერი დღე, როცა ისინი ჩამოვიდნენ სალოცავად და თავისი სამშობლოსა და მიწა-წყლის თაყვანსაცემად.

როგორც აღვნიშნე, მათ გვარად გურჯები, გურჯიელები დაიწერეს, რადგან ეროვნება, ქართველობა არ დაეკარგათ. გურჯი ქართველს ნიშნავს. ეს მეტად ბრძნული გადაწყვეტილებაა. მინდა დავლოცო ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ქართველები, რომელთა შორისაც ბევრმა დაკარგა ქართული ენა, მაგრამ საქართველო მის გულშია.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რა არის სამშობლო? სამშობლო არა მარტო ჩვენი ცა და ქვეყანა, ბუნება და გენებია, არამედ ჩვენი წინაპრებია, ის მადლია, რაც ღმერთმა ქართველ ხალხს დააბერტყა, რომელიც გადმოდის თაობიდან თაობაზე. ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთს ამ წმიდა ტაძარში ვხვდებით და საუბრის საშუალება დღეს საპატრიარქოს რეზიდენციაშიც გვექნება.

სამშობლოს მადლი, ღვთის ძალა, წყალობა, ჩვენი წინაპრების ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ შევუერთდეთ ერთმანეთს, გამთლიანდეს ქართველი ხალხი, დაბრუნდეთ სამშობლოში და ისევ ერთად ვიყოთ.

დალოცვილი და გახარებული იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი!

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ვახტანგი says:

    მიძინებული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება, ეროვნული ფასეულებების დაცვა, არაკონფორმისტური დამოკიდებულება პოლიტიკური ლიდერებისადმი და ანტიეროვნული იდეოლოგიებისადმი, პატრიარქის როგორც ზნეობრივი ლიდერის გაცნობიერება და კრიტიკულ სიტუაციებში პიროვნული ღირსების შენარჩუნება.

  • მაია says:

    მივესალმები ამ შესანისშნავ და უდიდეს ბედნიერებას,ნამდვილად სასიხარულო ფაკტია ჩვენი ხალხის დაბრუნება საკარტველოში.ესეც უპლის სასწაულია ამდენიხნის შემდეგ მატი დაბრუნება.ხმერტმა გაგვამტლიანოს და სულიერი დზალა შეგვმატოს.ხმერტმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საკარტველოს კატოლიკეს პატრიარკი,მისი ლოცვა კურტხევა შეეწიოს ყოველივე ადამიანს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი