მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (17.06.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.06.2012 2 კომენტარი | 2,844 ნახვა

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს არის ხსენება ყოველთა წმიდათა საქართველოში, ათონის მთასა და რუსეთში დაბრძანებულთა. ამ დიდებულ დღესასწაულზე ჩვენ უფრო ღრმად უნდა დავუკვირდეთ ადამიანის წარსულს, დღევანდელ დღესა და მომავალს. ადამიანისთვის ყველაზე რთული ყოფილა საკუთარი თავის შეცნობა. ძველმა რომაელებმა თქვეს: “შეიცან თავი შენი”. ადამიანი, რომელიც შეიცნობს თავსა თვისსა, ის ნაკლებად დაუშვებს შეცდომებს. პიროვნების ცხოვრება თითქოს მუდმივი ბრძოლაა. ერთმანეთს ცვლის სიხარული და მწუხარება. განსაცდელი ჩვენი თანამგზავრია. ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები. ამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს, ეკლესიასა და სკოლას. მაგრამ ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას და დავუნიშნეთ ისეთი ზედამხედველები, ე.წ. მანდატურები, რომელნიც კი არ ზრდიან ჩვენს შვილებს, არამედ აქცევენ მათ ენის მიმტან ადამიანებად. ამიტომ ეს საკითხი კიდევ შესასწავლია. შიშით ვერ გავზრდით ჩვენს შვილებს. მხოლოდ სიყვარულით, კეთილი სიტყვით შეგვიძლია აღვზარდოთ ისინი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ეკლესიას გააჩნია ორი სასულიერო აკადემია, სასულიერო სემინარიები, უნივერსიტეტი, გელათის მეცნიერებათა აკადემია, ორმოცზე მეტი გიმნაზია და საშუალო სკოლა. ამას ყველაფერს აქვს ძალინ კარგი შედეგი. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. წინა პატრიარქების დროს ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი ამდენი სასწავლებელი არ არსებობდა. მაგრამ არის განსაცდელებიც. თითქმის ყოველ დღე გადმოსცემენ, თუ როგორ მოკლა ახალგაზრდამ თავისი მეგობარი, ან შვილმა – მამა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ კიდევ დაბალ დონეზე ვდგავართ სულიერების საკითხში.

მინდა შევეხო ერთ ძალიან სამწუხარო საკითხს, რომელმაც გაიჟღერა ამ დღეებში.ეს არის ბაგრატის ტაძარი, რომლის შესახებაც იწერება მრავალი კრიტიკა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ყოველი ტაძარი აშენებულია ლოცვისა და წირვისათვის და არა იმისათვის, რომ ვუყუროთ მას, როგორც ისტორიულ, ან კულტურულ ძეგლს. ამ ბოლო დროს გავრცელდა ხმა, რომ ბევრი დარღვევაა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაში. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი საფრანგეთში. შევხვდი იუნესკოს პრეზიდენტს, რომელთანაც მქონდა საუბარი ბაგრატის ტაძარზე. მინდა დავეთანხმო იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აკრიტიკებენ ამ რესტავრაციას. ბევრი რამ არის არასწორად გაკეთებული. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ რესტავრაცია კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე. ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში. ჩვენ გვექნება შეხვედრები იუნესკოს წარმომადგენლებთან. ასევე, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ საქმეში კომისია, რომელიც მუდმივად მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში. დღეიდან უნდა შეწყდეს ეს მუშობა მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და მივიღებთ ისეთ ტაძარს, რომელიც საჭიროა ჩვენთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ,

“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. სიკეთე მაინც იმარჯვებს და ჩვენ ვმდლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ჩვენთან არს ღმერთი.

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი