მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (17.05.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2015 | 2,455 ნახვა

17 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ოჯახის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“როგორც თქვენ იცით, ღვთის ლოცვა-კურთხევით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესასწაული. ამ დღესასწაულს ყველას გილოცავთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახი არის კაცობრიობის ფუძე და ფუძე სახელმწიფოსი. თუ ოჯახები მტკიცე გვექნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება. დღეს მე მინდა დავლოცო საქართველოს ყველა ოჯახი, ოჯახის ყველა წევრი, ყველა პიროვნება, ვინც უფლის ჭეშმარიტი მადიდებელია და მისი გზით ცხოვრობს”, – ბრძანა უწმიდესმა და მისივე თქმით, ოჯახის სიმტკიცე არის ადამიანის ბედნიერების საკითხი. უწმინდესმა მრევლს ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილი წაუკითხა, სადაც ნათქვამია, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც უფალმა შეიყვარა ეკლესია თვისი.

სამება

არქიდიაკვანმა დემეტრემ კი მრევლს ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილის ის ნაწილი წაუკითხა, რომელიც ოჯახს ეხება.

უწმიდესმა საკვირაო ქადაგებისას აბორტების შესახებაც ისაუბრა.

“უნდა მივმართო ყველას, რომ უნდა შეწყდეს აბორტები საქართველოში. უნდა გახსოვდეთ, რომ აბორტი არის შვილის კვლა. ეს არის უდიდესი ცოდვა და განსაკუთრებით მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აბორტებს აკეთებენ, რომ ეს არის უდიდესი და საშინელი ცოდვა თქვენთვის, ამიტომ უნდა შეწყდეს აბორტები და ღმერთი რამდენ შვილსაც მისცემთ, იმდენი შვილი უნდა იყოლიონ”, – აღნიშნა ილია მეორემ.

როგორც ქადაგებისას გახდა ცნობილი, ყოველ ორშაბათს, საღამოს 18:00 საათზე შვილებისა და მომავალი თაობებისთვის პარაკლისი აღევლინება. ხვალ ასეთ პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. უწმინდესმა მიმართა საკუთარ ნათლულებს, რომ თუკი საშუალება ექნებათ პარაკლისზე მიბრძანდნენ.

ამასთან, პატრიარქმა დღეს მრავალშვილიანი ოჯახები დალოცა. მან ოჯახებს, სადაც 10 და 10-ზე მეტი ბავშვია, გადასცა სიგელები და ოჯახის მფარველი ხატი. “ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენც გვყავს ოჯახები, სადაც არიან 10-12 და მეტი შვილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის მადლი განსაკუთრებით ამ ოჯახებში სუფევს”, – აღნიშნა ილია მეორემ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი