მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (17.03.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.03.2013 | 1,945 ნახვა

17 მარტს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიმართა.

სამების საკათედრო ტაძარიილია მეორე: “დღეს თქვენ იცით, რომ განსაკუთრებული დღეა – შენდობის კვირაა. ღმერთმა მშვიდობის აღდგომა გაგვითენოს ჩვენ და მთელ მსოფლიოს. შეგახსენებთ, რომ ამ პირველ კვირას ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს წაიკითხება ანდრია კრიტელის კანონი, ლოცვა დაიწყება 5 საათზე და კანონის კითხვა – 6 საათზე“.

წირვის დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი მიტრისა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დალოცა ქართული კულტურის საერთაშორისო-საგანმანათლებლო, შემეცნებითი ცენტრი “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო”, სკოლა-ლიცეუმი “ცოდნა”, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი “ერისიონი”, ასევე, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი.

პატრიარქმა შემდეგ რამდენიმე ქართული გვარიც დალოცა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, დღევანდელი ქადაგება წარმოთქვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ:

“დღეს მართლმადიდებლური ეკლესია გერასიმე იორდანელის დღეს აღნიშნავს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული წმიდანია ჩვენს ეკლესიაში. გერასიმე იორდანელი მცირე აზიაში დაიბადა. აქ დაიწყო ბავშვობიდანვე მონასტრებში მოღვაწეობა. შემდგომ მან მიაშურა იერუსალიმს, რათა მოელოცა წმიდა ადგილები, იქაური სიწმიდეები. შემდგომში დამკვიდრდა იორდანეს ნაპირზე, სადაც დააარსა სავანე, რომელიც შემდგომში გერასიმე იორდანელის სავანედ მოიხსენიებოდა. ეს მონასტერი გამორჩეული იყო თავისი სულიერებით.”

მეუფე გერასიმემ ისაუბრა დიდმარხვის შესახებ: “დიდი მარხვა თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს სინანულისაკენ, რათა ეს მარხვა გავატაროთ სულიერი სინანულით. არ არსებობს, ადამიანმა სინანულით მოინანიოს ცოდვები და ღმერთმა არ აპატიოს”.

ამ მარხვის პერიოდში იკითხება განსაკუთრებული ლოცვები ეფრემ ასურისა, რომლის ერთ-ერთ ლოცვაშიც ვკითხულობთ: “ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ!” ღმერთმა მოგვანიჭოს სინანული საცხონებლად სულისა ჩვენისა, ღმერთმა მოგვანიჭოს თითოეულ ჩვენგანს სიხარული მარხვისა და ლოცვით გატარებისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დასწრებისა”.

მეუფემ ქადაგების დასასრულს მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა სინანულისა და მარხვისკენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. “ჩვენთან არს ღმერთი!”- განაცხადა მიტროპოლიტმა გერასიმემ.

დავით დანელია

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი