მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (17.02.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2013 | 1,634 ნახვა

17 თებერვალს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ილია მეორე საკუთარი თავის შეცნობისა და სიმართლის სიყვარულის აუცილებლობაზე ისაუბრა.

უწმიდესის თქმით, ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელი პროცესია და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, საკუთარი თავის შეცნობაა. ადამიანი წავიდა კოსმოსში, შეისწავლა ბუნება, გადადგა დიდი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, თუმცა, თითქმის ვერაფერი გააკეთა საკუთარი თავის შეცნობაში.

“ძველი ფილოსოფოსები ამბობდნენ – “შეიცან თავი შენი”. როცა ჩვენს თავს ვუყურებთ, თითქოს უფრო შორს მიდის ჩვენგან, იმის მაგივრად, რომ დრო გადის, წლები გვემატება და უკეთ ვიცნობდეთ ერთმანეთს და, მათ შორის, საკუთარ თავს, თუმცა, ადამიანი უფრო სუსტდება და ნაკლებად ფიქრობს თავის შეცნობაზე”, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა სიმართლის სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: “ბიბლიაში ვკითხულობთ “შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება”. ამის თქმა იოლია, თუმცა, შესრულება ძალიან მძიმეა. ადამიანი ვერ გაიგებს, სად არის სიმართლე. შეიძლება გვერდით იყოს და ეძებდე შორს. მხოლოდ უფალს შეუძლია გახსნას ჩვენი გონება და შევიყვაროთ სიმართლე. უზენაესი სიმართლეა უფალი. უნდა შევიყვაროთ უფალი და მოყვასი და მოვიძულოთ ურჯულოება. ხშირია, როდესაც ურჯულოებას ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ კარგს ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს გონება და ვთხოვოთ უფალს, რომ ფიზიკური გონების გარდა მოგვცეს დიდი სულიერი გონება. ეს თუ გვექნება, აღარ ჩავიდენთ იმ შეცდომებს, რასაც ვაკეთებდით”.

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჯარისკაცები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და რამდენიმე გვარი დალოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი