მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (16.12.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2012 | 2,002 ნახვა

16 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქიპატრიარქმა დროისა და ადამიანის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ქართველი ადამიანი დროს გარეშე ცხოვრობს, იმ დროს როცა, დროს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ეს არის უძვირფასესი რამ, რაც უფალმა ადამიანს მისცა, ამიტომ ადამიანმა მისთვის განკუთვნილ დროში ყველაფერი უნდა მოასწროს:

“ჩვენ ზედმეტად თავისუფალი ადამიანები ვართ და არ გვესმის, რამდენად ძვირფასია დრო. იმედია, ვიფიქრებთ იმაზე, რას ნიშნავს დრო და მივალთ დასკვნამდე, რომ ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. უნდა ვიჩქაროთ კეთილი საქმის კეთება და გაჭირვებულების დახმარება”, -აღნიშნა უწმიდესმა.

ილია მეორემ თავდაცვის მინისტრს ჯარში ინტელექტუალიზმის დამკვიდრების თხოვნით მიმართა. თავდაცვის სამინისტროს პირველი და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებიც დღევანდელ წირვაზე იმყოფებოდნენ, უწმიდესმა წიგნების კითხვისკენ მოუწოდა.

“წიგნი გაგამდიდრებთ, მოგცემთ უნარს განსაჯოთ სად არის კეთილი და ბოროტი. მე მინდა ვთხოვო მინისტრს, რომელიც თვითონ ინტელექტუალურად და მეცნიერულად განვითარებულია, ეს ყოველივე ჯარში დანერგოს. ჯარი არა მხოლოდ ომისა და ბრძოლის მცოდნე უნდა იყოს, არამედ – ინტელექტუალური და მოაზროვნე.

ადამიანმა უნდა მიიღოს სულიერი და მატერიალური საზრდო. სწორედ ამიტომ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი პირველი მეგობარი და თანამგზავრი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზია ან ინტერნეტი, არამედ – წიგნი”, – მიმართა უწმიდესმა ჯარისკაცებს.

პატრიარქმა გაიხსენა ისტორია, რომლის თანახმადაც, ომისას დაჭრილ ჯარისკაცებთან მუდმივად დადიოდა ერთი ობოლი ბავშვი და მათ ანუგეშებდა. სამხედროებმა კი მას მახარობელი დაარქვეს და იმ დღეს, როდესაც ბავშვი არ მივიდოდა, იწყენდნენ.

“ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს მახარობელი. თუ ახლობლის მატერიალური დახმარება არ შეგიძლიათ, სიტყვით მაინც ანუგეშეთ. იმედმა გადაარჩინა საქართველო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კი გაშალა თავისი საფარველი და დაღუპვას გადაგვარჩინა. ამიტომ მოგიწოდებთ, იფიქრეთ დროის შესახებ და იკითხეთ წიგნები”, – ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი