მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (16.07.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.07.2017 | 2,789 ნახვა

პატრიარქი 16 ივლისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“მრავალმა ჩვენთაგანმა არ იცის საიდან წარმოიშვა ეს მიმართვა: „ჩვენთან არ ღმერთი“. იგი ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმის „ემანუელი“ ანუ ემანუელი ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი და მე არ მეგულება არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ერი, რომ ასე მიმართავდნენ ერთმანეთს. ეს მისალმება, _ ემანუელი, _ ჩვენთან არს ღმერთი, უნდა შევინარჩუნოთ, იგი გვაძლევს ძალას და მადლს; ეს გვაძლევს სიყვარულს.

დღეს არის სიყვარულის დღესასწაული, _ გერგეტობა, გერგეტის წმინდა სამების დღესასწაული. გილოცავთ! მადლი და სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამისა და ძისა და სულისა წმინდისა იყოს ჩვენთანა.

ჩვენ ბევრს ვფიქრობთ სიყვარულის შესახებ, ბევრს ვლაპარაკობთ სიყვარულის შესახებ, მაგრამ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული. სიყვარული არის სხვებისათვის ცხოვრება. არის ადამიანი, რომელიც თავისი თავისთვის ცხოვრობს, არის ადამიანი რომელიც ოჯახისთვისაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომელნიც ცხოვრობენ ხალხისთვის, მოყვასისთვის და არა თავისი თავისთვის. ეს ყველაფერი ღვთის მადლით ეწირება მას და სამაგიეროს ღებულობს სააქაოსაც და საიქიოსაც. ამიტომ არის ნათქვამი: იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი