მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (15.11.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.11.2015 | 1,381 ნახვა

15 ნოემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას პარიზში მომხდარ ტერაქტის შესახებ ისაუბრა და ასევე, თვითმფრინავის აფეთქების ფაქტს შეეხო.

საფრანგეთი, 13 ნოემბერი

“ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ღვთის ძალა და ღვთის მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში – ბოლო 10 წლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს გამოვლინდა – იცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსულმანურ რელიგიას. მაგრამ, სინამდვილეში, რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, რომ სიკეთის არსება გრძელია. შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა ღმერთს დაღუპული ადამიანების ცხონება, ხოლო დაჭრილთა გამოჯანმრთელება შესთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ იზიარებს ოჯახების მწუხარებას.

ილია მეორემ მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე სახარების ერთი თავი წაიკითხონ, რათა “საქართველოში და მსოფლიოში მშვიდობამ იზეიმოს”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი