მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (15.01.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.01.2017 | 4,175 ნახვა

ilia meore 15 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

“ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, შობა-ახალი წლის მადლი გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს, მთელ მსოფლიოს. დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა სილიბისტროსი რომის პაპისა და ღირსისა მამისა ჩვენისა სერაფიმე საროველისა. სერაფიმე საროველი ძალიან ახლობელია ჩვენთვის. იმათი მადლი გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს”.

პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე დააჯილდოვა სამღვდელოება:

დეკანოზი კახაბერ ღაჟონია მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი, რომელიც მოღვაწეობს კუმურდოს ეპარქიაში გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი იოანე წკეპლაძე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი ანტონ ბეჟანიშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი ზაზა ბეჟანიშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ჩეკურიშვილი ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აყვანილია იღუმენის ხარისხში; მღვდელი იოანე წუწუნავა ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი ზაქარია შონია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი გიორგი კალანდია, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით წირვებს ასრულებს ყრუ-მუნჯებისათვის, დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი დავით გელბახიანი დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში.

მღვდელი იოსები ხოხონიშვილი დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარებით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი გელასი კვარაცხელია დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი გიორგი კვიკვაძე დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარებით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში.

პატრიარქმა დალოცა მილდიანების გვარი, ასევე წმ. ნინოს საღვთისმეტყველო სასწავლებელი სასულიერო პირებისათვის, რომელიც მისი უწმინდესობის კურთხევით 2010 წელს დაარსდა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში. სასწავლებლის რექტორია მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ლექციებს კითხულობენ ქართველი სასულიერო და საერო პირები. ასევე, მოსკოვის წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული სასულიერო პირები. დღეისთვის სასწავლებელი დაამთავრა 40-მდე სასულიერო პირმა. პატრიარქმა მეუფე ნიკოლოზი დალოცა, რომელიც თავდადებულად შრომობს ამ ეპარქიაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი