მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (14 აგვისტო, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.08.2011 5 კომენტარი | 1,683 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება

მარიამობის მარხვასახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
“დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”.
მართლაც, ადამინის გული და გონება ვერ სწვდება ღვთის განგებას.

უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით, 1960 წელს ბათუმში ვიყავი როგორც მოძღვარი, მესამე მღვდელი წმიდა ნიკოლოზის ტაძარში და აი, ახლა უკვე თქვენსა და ღვთის წინაშე ვდგავარ, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ადამიანის ბედი მიუწვდომელია. მისი ყოფა-ქცევა, მიმართულება განაპირობებს იმას, თუ რა ბედი ექნება საქართველოს და თვითონ პიროვნებას.

დიდი სიხარულითა და სიყვარულით ჩამოვედი აქ, რომ დაგლოცოთ და გითხრათ, თქვენ ბრძანდებით პირველი მრევლი, რომელიც მე მივიღე როგორც საუნჯე და ეს პირველი მრევლი და პირველი სიყვარული დაუვიწყარია…

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რადგან გუშინ ამ წმიდა ტაძარში აფხაზები და აჭარლები მოინათლნენ. მალე ათი ათასი ნათლული მეყოლება. ღმერთმა დალოცოს, კეთილად გაზარდოს და ბედნიერნი ამყოფოს.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. უფალმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო.

მინდა აქედან დიდი სასოებით, სიყვარულით აფხაზების მორწმუნე მრევლს მივმართო: ჩვენ ვიყავით და უნდა ვიყოთ ერთად, თუ აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს გადარჩენა გვინდა; რომ მტერმა ვერ გვძლიოს.

ასევე მინდა დავლოცო ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველები, ოსები და სხვები…

ეს ძველი ქართული მიწა-წყალია და ჩვენ ერთად ბედნიერნი ვიქნებით.

ღმერთმა გაამთლიანოს საქართველო.

შეგახსენებთ, რომ დღეს მარიამობის მარხვა დაიწყო…
თევზით ხსნილი მხოლოდ ფერისცვალებას არის.
ბედნიერ მარიამობას დაგასწროთ უფალმა…

ღმერთმა დალოცოს საქართველო, აფხაზეთი, სამაჩაბლო და მთელი მსოფლიო.
ბედნიერ მარიამობას დაესწარით…

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!

ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი