მთავარი » ქრისტიანობა

ყოველთა წმინდანთა კვირა – სადღესასწაულო ქადაგება (14.06.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.06.2020 | 152 ნახვა

14 ივნისს სამებისა საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდანთა დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველა ოჯახში უნდა იყოს ხატი საქართველოს დიდება.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ყოველთა წმიდათა დღესასწაული. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანაა, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი მე ვნახე ჩვენებით ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას: თეიმურაზ, ლოცულობ ჩემთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხიო, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო. ეს ძლიერი ხატია საქართველოს დიდება. ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი. დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

რა არის წმინდანი? -დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღით არსებული მდგომარეობით და წმინდანი ეს არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი. მე გისურვებთ თქვენ ყველას, რომ ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე. მრავალი მაგალითი არის ჩვენს წინაშე. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება. წმინდა ნიკოლოზს უწოდებენ „სწრაფი დამხმარე“ და „სასწაულთმოქმედი“. მე პირადად არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა პატრიარქმა.

ამასთან, პატრიარქმა დღეს წირვის დასრულების შემდეგ სამღვდელოებაც დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ „ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა, მოღვაწეობენ რაც შეუძლიათ და მე ძალიან დიდად ვაფასებ მათ მოღვაწეობას“.

იღუმენი ამბროსი მაისურაძე აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი გიორგი სამსონიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით ასევე, გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დეკანოზი დავით კუჭავა დაჯილდოვდა; დეკანოზი დავით სუთიძე ასევე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი