მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (14.02.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.02.2016 | 2,757 ნახვა

პატრიარქი 14 თებერვალს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ადამიანისა და ბუნების მსგავსებაზე ისაუბრა.

“ჩვენთან არს ღმერთი – ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც ემანუელ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვების შინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება. ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს. ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება ადამიანებს ემსგავსება. ეს ძალიან საყურადღებოა. როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით.

რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? – უპირველეს ყოვლისა, – უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ. უფალი ბრძანებს – მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ. თუ ამას გავიგებთ, ჩვენ გადავრჩებით”, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა ადამიანი იმ ნავს შეადარა, რომელშიც ბიბლიის მიხედვით მაცხოვარი მოციქულებთან ერთად მღელვარე ზღვაში იმყოფებოდა. თუ ადამიანი უფალს დაუახლოვდება, დამშვიდდება, ისევე, როგორც დამშვიდდა სახარების მიხედვით მღელვარე ზღვა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი