მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (11.05.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.05.2014 | 2,491 ნახვა

11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ოჯახის სიმტკიცეზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე იქადაგა.
„ადამიანის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, ყალიბდება ოჯახში. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ოჯახში იზრდება ის. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში იზრდება ის. ადამიანის ხასიათი, მისი თვისებები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ღვთის ლოცვა-კურთხევაზე, – მშობლებსა და წინაპრებზე და დამოკიდებულია თვით ადამიანზე. თუ ადამიანი ცდილობს, დაინახოს საკუთარი თავი, როგორც ამბობს ღირსი მამა: „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“, ვისაც შეუძლია განიცადოს საკუთარი ცოდვები, ის ბედნიერია, ის გამოსწორდება. მას უფალი აძლევს მადლსა და ცოდვებისგან განიწმინდება.

sameba

ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია, ურთულესი ფერიცვალება. ერთ ადგილზე არც ერთი ადამიანი არ დგას, ყველა თავის ფერისცვალებას განიცდის. ჯოჯოხეთიდან ცამდე აღმართულია კიბე, ამ კიბეზე ზოგი მაღლა მიდის, ზოგი – დაბლა. შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ვიაროთ მაღლა და ღვთის სასუფევლის ღირსი გავხდეთ.

რამდენიმე წელია ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ და არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების კურთხევა ეს არის ღვთის კურთხევა. ამიტომ თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები, ნაკურთხი ხატით უნდა დალოცოთ ისინი, ყოველდღე შვილები უნდა ემთხვიონ თავიანთ მშობლებს ხელზე. ეს მთხვევა ახდენს სასწაულს. ამ დროს ზეციდან გადმოდის მადლი სულიწმინდისა.

განსაკუთრებით საყურადღეობოა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შვილებმა ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ უნდა მოისმინონ. არ უნდა გაიგონონ ცუდი სიტყვა, ლანძღვა-გინება. მათ უნდა ესმოდეთ სიკეთე და ასე გააგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა ვილოცოთ, როგორ გადავუხადოთ მადლიერება მშობლებს.

მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე . ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალითა და ერთი გონებით.

სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისი ტაძარში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა ერის ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული მშობლების იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, იგრძნობთ როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო”, – ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა ისურვა ღმერთმა ძალა, მშვიდობა, სიხარული მისცეს და დალოცოს სრულიად საქართველო.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი