მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (10.11.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.11.2013 | 1,729 ნახვა

ილია მეორე
10 ნოემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“დღეს კიდევ ერთი დიდებული და ისტორიული დღეა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეემატა კიდევ ერთი მღვდელმთავარი – მეუფე სვიმეონი. ყოველი სასულიერო პირის მოღვაწეობა, ეს არის მსახურება უფლისა და ჩვენი ერის წინაშე,” – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა სიკეთის მნიშვნელობაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ ადამიანი ყველაზე დიდი საუნჯეა და იგი უნდა იყოს ტაძარი სულისა წმინდისა.

“სამწუხაროა, რომ ყოველი ადამიანი არ არის ტაძარი სულისა წმინდისა. ზოგიერთი არის სამყოფელი ბოროტი სულისა, მაგრამ ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. წარსულში ჩვენმა ხალხმა დიდი ბრძოლა გამოიარა, მაგრამ ღვთის შეწევნით, მორწმუნე და გამარჯვებული დარჩა. ჩვენი ხალხი ბრძოლაშია, მაგრამ, ბოროტსა სძლია კეთილმან. სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, სარწმუნოება, სიყვარული და იმედი უდიდესი ძალაა. ქადაგებისას მან გაიხსენა კომუნისტური მმართველობის პერიოდი და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ეკლესია იდევნებოდა, მასთან ხშირად მიდიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები.

“წასვლისას ჩუმად მეტყოდნენ, გულში მორწმუნე ვარო. ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. მთავარია ადამიანის გული, ამიტომაც ბოროტს მუდამ შურს ჩვენი. ქართველი ადამიანი კეთილი გულით გამოირჩევა, მაგრამ ცუდის კეთებაც ვიცით, ცოდვები უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ სიკეთე მუდამ პირველ რიგშია და მადლობა უფალს ამ მადლისთვის. ეს არის ჯილდო ღვთისა. ღმერთი სიყვარულია და ამ სიყვარულს, თავის თვისებას უფალი ჩვენ გვიწილადებს”, – აღნიშნა ილია მეორემ.

უწმიდესმა აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ ახალი ცხოვრების წინაშე ვდგავართ. ერთ კვირაში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და საქართველოს ახალი ხელისუფლებაც შეუდგება საქმიანობას.

“ჩვენ უნდა აღვავლინოთ ლოცვები, რომ უფალმა მისცეს მათ სიბრძნე და გული კეთილი. თუ მათ ექნებათ სარწმუნოება და სიყვარული, სასოება, იმედი, ყველაფერი კარგად იქნება”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი მაღალ წოდებას იღებს, მას თავმდაბლობა უნდა მიემატოს. “თუ თავმდაბლობა არ იქნა, მაღალი წოდება ღუპავს ადამიანს”.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა. ასევე დღეს დაილოცა ანსამბლი “შავნაბადა”, რომელმაც საგალობლების დისკი გამოუშვა და საქართველოს მასშტაბით საჩუქრად არიგებს.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი