მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (10.02.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2013 | 1,413 ნახვა

10 თებერვალს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, ილია მეორე რომ უსიამოვნება, რომელიც ამ დღეებში პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა.

უწმიდესის თქმით, ამის მიუხედავად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბოროტება იკურნება მხოლოდ სიყვარულით, ადამიანის ცხოვრება კი გამოცდაა – სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული.

“…არ შეგეშინდეთ ამ მოვლენებისა. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკს შურს ჩვენი”, – ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ხშირად ადამიანი სხვებში ეძებს მტერს, როდესაც სინამდვილეში მტერი საკუთარ თავშია.

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ვიყოთ იმედით, ვაკეთოთ სიკეთე და ეს სიკეთე და სიყვარული ათმაგად და ასმაგად დაგვიბრუნდება. “არ შეგეშინდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!”-ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და გვარები დალოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი