მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (09.12.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.12.2012 ერთი კომენტარი | 1,861 ნახვა

9 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია პატრიარქმა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ მათ მნიშვნელობას სწორად გაიგებენ ადამიანები, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იქნება საკუთარი ბედით.

“პავლე მოციქულს ნათქვამი აქვს: “მთელი ქვეყანა ბოროტებაში წევსო.” ამას დიდი მიზიდულობის ძალა აქვს და კიდეც რომ არ გინდოდეს, გაიძულებს შენც იწვე ამ ბოროტებაში. სამშობლო საჩუქარია ღვთისა, კარიბჭეა ბედნიერებისა და სასუფევლისა. მინახავს მრავალი ქვეყანა, სადაც მაღლა დგას ეკონომიკური ცხოვრება და ხალხს არაფერი აკლია, თუმცა იქ მეტია ადამიანების კრიზისი და თვითმკვლელობა. ამის ახსნა კი ერთადერთია, სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი”, – ბრძანა უწმინდესმა და საზოგადოებას მოუწოდა, იფიქრონ იმაზე, რომ მათი უდიდესი საუნჯეა უფალი, სამშობლო და ადამიანი.

პატრიარქის თქმით, სამშობლო და ადამიანი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ღმერთი კი მათ თავზე გვირგვინივით ადგას. “ეს გვირგვინი არ უნდა დავკარგოთ. არ შეიძლება ადამიანი იყოს არსება, რომლის გულიც სავსეა ღვარძლით. არ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს შურითა და ბოროტებით. ბოროტება ბოროტებით არ იკურნება. გააკეთეთ სიკეთე და ის ასმაგად უკან დაგიბრუნდებათ.

ჩვენ ვფიქრობთ, რა მოელის საქართველოს მომავალში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი ღვთისმშობლის მფარველობით მშვიდობიანი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთის მადლის ღირსი.

ღმერთმა მოგცეთ უნარი და სიბრძნე, რომ გაარჩიოთ თეთრი და შავი, ბოროტება და სიკეთე, მაგრამ რომ გაარჩევთ სად არის ბოროტი და კეთილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დასაჯოთ და გაანადგუროთ. უნდა დაეხმაროთ მას ამ ბოროტების განდევნაში. იმედია, სიკეთე იმეფებს ჩვენში”, – ბრძანა უწმიდესმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი