მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (09.10.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.10.2011 ერთი კომენტარი | 2,040 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა დ ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!

ჩვენთნ არს ღმერთი!

ილია მეორე“დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. უფლის წყალობა, სიყვარული, მფრველობა – ეს ყველფერი ვერ აიხსნება. განუსაზღვრელია ღვთის სიყვარული. ბედნიერია ადამიანი, რომელიც ამ სიყვარულის ნაწილი ხდება, გრძნობს მაცხოვრის სიყვარულს, აფასებს და მადლობას სწირავს შემოქმედს ამისთვის.

დღეს წმიდისა მოციქულისა და მახარებლისა იოანე ღვთისმეტყველის ხსენებაა. შეგეწიოთ მისი ლოცვა და კურთხევა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი იყო და არის მქადაგებელი სიყვარულისა. ის ისეთ სიღრმეებს ჩასწვდა, როგორსაც მოციქულებმაც კი ვერ მიაღწიეს. არსებობს მხოლოდ სამი ღვთისმეტყველი: იოანე, გრიგოლ და სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. ამ 2000 წლის მანძილზე მსოფლიომ დაასახელა მხოლოდ სამი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ღვთისმეტყველი ვუწოდოთ. იოანეს სახარება სავსეა სიყვარულით. ეს არის სახარების მთავარი შინაარსი, – ამბობს ის. როცა უკვე ვეღარ დადიოდა იოანე და ეკლესიაში საკაცით მიჰყავდათ, ყველას ეუბნებოდა: “შვილებო, გიყვარდეთ ერთმანეთი”.

მაინც რა არის სიყვარული? როგორც ღვთის არსს ვერ ჩავწვდებით, ისე ვერავინ ახსნის ბოლომდე ამას. ბერძნულ ენაში რამდენიმე სიტყვათშეთანხმებაა: ღვთის, მშობლის, მეგობრის სიყვარული. ქართულ ენაში კი მხოლოდ ერთი – სიყვარული. არსებობს სიყვარული და სიძულვილი. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა სიყვარული გადადის სიძულვილში და პირიქით. ამას ვერავინ ვერ ახსნის. შეგვიძლია ვთქვთ მხოლოდ ის, რომ სიყვარული არის სიცოცხლე სხვებისთვის. სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოვოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება. როცა მამაკაცს უყვარს ცოლი, ეს ღვთის წყალობაა, მაგრამ როცა მას ვნება აწუხებს და უნდა ამ ვნებით დაიმორჩილოს სხვა ადამიანი, ეს ცოდვაა. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი იყოს სავსე სიყვარულით და სიყვარული სუფევდეს არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ეფინებოდეს ჩვენ გარშემო მყოფთ. საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიყვარული და მშვიდობა გახლდეთ ადამიანებს შორის. დიდება და მადლობა უფალს, რომ ბევრი პიროვნება იმყოფება ამ სიყვარულის ქვეშ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აწყობთ სიყვარული, მშვიდობა და სიკეთე. ისინი ცდილობენ, დათესონ ღვარძლი ადამინებს შორის. ამ პიროვნებებს უნდა ეშინოდეთ ღვთის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ. ჩვენთან არს ღმერთი.

მოამზადა ირინა ბეგლარშვილმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი