მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (09.07.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.07.2017 | 2,212 ნახვა

პატრიარქი 9 ივლისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ ადამიანის გონება ვერსადროს ვერ მისწვდება ღვთის განგებას, ღვთის წყალობას, ღვთის სიყვარულს. ადამიანმა უნდა იგრძნოს მისი დიდება, მისი წყალობა, მისი მოწყალება. ადამიანმა უნდა დაინახოს კვალი უფლისა დედამიწაზე. დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, რომ უფალს შეხვდა ორი ეშმაკეული ადამიანი და მიმართეს მას: რატომ მოხვედი ჩვენდა სატანჯველად დროზე ადრე? ე.ი გამოდის რომ ადრე შეხვდა მაცხოვარი და იქ ძოვდა ღორების კოლტი, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ მოსახლეობას. მე მაგონდება კომუნისტური რეჟიმის დრო და ისინი ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლებოდა ებრაელებს ჰყოლოდათ ღორების კოლტი, ღორები, როცა ებრაელი არ ჭამს ღორის ხორცს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ებრაელები ვაჭრობდნენ რომაელებთან და მათ ჰქონდათ დიდი შემოსავალი ღორის ხორცის ვაჭრობით. ამიტომ ეს ჩველებრივი მოვლენა იყო და მაცხოვარმა უბრძანა ღორების კოლტს რომ შესულიყვნენ ეშმაკები, გამოსულიყვნენ იმ ორი ადამიანისგან და შესულიყვნენ ღორებში, ასეც მოხდა და ისინი ჩაიხრჩვნენ წყალში.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ ის არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი, ამიტომ ყოველდღე უნდა ლოცვები ვიკითხოთ და ნაკურთხი წყალი უნდა ვასხუროთ ჩვენს ოთახებს, უნდა დავაკმიოთ საკმელი და ამით დავიცავთ ჩვენ ჩვენს თავს.
ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიცვათ ხილული და უხილავი მტრებისაგან.
დღეს ჩვენ ვლოცავთ რეზესიძეების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და მშვიდობა მოგმადლოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
კალენდარში არ წერია პეტრე-პავლობას ხსნილია თუ მარხვა არის. გავახსნილოთ თევზით. პეტრე-პავლობას ოთხშაბათია და მეორე დღეს სვეტიცხოვლობაა – 12 მოციქულის დღესასწაული. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ პეტრე-პავლობასაც და სვეტიცხოვლობას.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.