მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (09.02.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.02.2014 | 2,243 ნახვა

9 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა ილია მეორე და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ “დღეს არის წმიდა იოანე ოქროპირის ხსენების დღე, რომელმაც თავისი გარდაცვალების წინ წარმოთქვა სიტყვები: “დიდება ღმერთსა ყველაფრისათვის” და ჩვენც ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის, იმ სიხარულისა თუ მწუხარების, განსცადელისა თუ მოვლენებისათვის, რასაც ჩვენ გვიგზავნის.
უფალი გვაძლევს განსაცდელს იმისათვის, რომ სულიერად უფრო მეტად გავძლიერდეთ,” – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორემ მეზვერისა და ფარისევლისა და თავმდაბლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“ხშირია, როდესაც ადამიანი ჩადის ცოდვას და ვერ გრძნობს, რომ ეს ცოდვაა. ლოცვაში წერია: უფალო მოგვანიჭე განცდაი თვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ეს არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. ღმერთმა მოგვანიჭოს განცდაი თვისა ცოდვათა. მადლით აავსოს თქვენი გული, სული და ხორცი, ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმით, მომავალ შაბათს მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ჩაატარებს, პარასკევს საღამოს კი ასევე სამებაში ლოცვა 17:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი