მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (08.01.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.01.2017 | 878 ნახვა

ilia meore 8 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

“ყველას გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეშობის მეორე დღეს ეწოდება „კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა“. ღვთისმშობლის ნათესავების დღესასწაულია – წინასწარმეტყველისა დავით მეფისა, იოსებ დამწინდველისა, უფლისა ძმისა იაკობისა… ჩვენ შევთხოვთ მათ, რომ მათი ლოცვით, ვედრებითა და მეოხებით მშვიდობა მოგვცეს უფალმა თავისი დიდი წყალობით”,- ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა დავით მეფის შესახებაც ისაუბრა.

“დღეს განსაკუთრებით ვდღესასწაულობთ დავით მეფის ხსენებას, ალბათ გახსოვთ მისი უკვდავი ფსალმუნი: „მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა“ და მრავალი სხვა. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ღვთისაგან არჩეული იყო მეფედ. იყო ცხვრის მწყემსი იყო და ღმერთმა დაადგინა მეფედ ისრაელისა.

არის მისი მოკლე ლოცვა: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“, ერთად ვთქვათ სამჯერ, რომ სიმშვიდემ დაისადგუროს საქართველოში…
სიმშვიდე და სიხარული არ მოგაკლოთ მამა ზეციერმა თქვენ და საქართველოს”,- აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ბულგარეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ნიკოლოზის სტუმრობის გამო სიხარული გამოთქვა.

“ჩვენ ბედნიერნი ვართ და სასიხარულოა, რომ ჩვენთან წირვას ესწრებოდა . იგი არის პლოვდივის მიტროპოლიტი, ეს ეპარქია სიდიდით მეორეა დედაქალაქის შემდეგ. ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და მოხარულნი ვართ, რომ დღეს ჩვენთან იყო”,- დასძინა კათოლიკოს-პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი